მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საქართველო ავღანეთში თავის პირველ ჯარისკაცს კარგავს

ავტორი ჯოშუა კუცერა, Eurasianet

09/09/2010 15:30 (516 დღე 17:24 minutes ago)

საქართველომ ავღანეთში პირველი ჯარისკაცი დაკარგა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ასეულის მეთური, ლეიტენანტი მუხრან შუკვანი გზაზე ნაღმის აფეთქების გამო დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი იმავე აფეთქების  დროს მძიმედ დაიჭრა და ორივე ფეხი დაკარგა.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უმალვე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ეს დანაკრგი მათ მისიას ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამჟამად დაახლოებით 950 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული ჰელმანდის პროვინციაში. საქართველოს ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ განაცხადა:

ამას არ შეუძლია და არ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას ავღანეთში ჩვენი მისიის აღსრულების შესახებ. საქართველოს მთავრობამ და ხალხმა გადაწყვიტა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დამატებით 750 სამხედრო გააგზავნოს აშშ-ს მეთაურობის დაქვემდებარებაში და ჩვენ ბოლომდე ვაცნობიერებთ თუ რა რისკებს შეხვდება იქ ქართული ჯარი. ქართველი ჯარისკაცები განაგრძობენ თავის ბრძოლას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსთან ერთად ამ სახიფათო რეგიონში ყოველგვარი ეროვნული პროტესტის გარეშე.

ინგლისურენოვანი ქართული მედიის მიხედვით, არ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლეიტენანტ შუკვანის სიკვდილმა საქართველოში რაიმე გაღიზიანება გამოიწვია ავღანეთში ქართული ჯარის დისლოცირების გამო. მაგრამ რუსულმა მედიამ ნამდვილად ისარგებლა ამ შემთხვევით. Georgia Times-მა ვარაუდი გამოთქვა, რომ სააკაშვილი ”უმალავს” ქართველ ხალხს ინფორმაციას სხვა დანაკარგების შესახებ, ხოლო RT დაინტერესდა – ხომ არ ”ეწირებიან” ქართველი ჯარისკაცები ”თავისი ლიდერების ამბიციებს”.

სააკაშვილი ცდილობს დასავლური ქვეყნების თვალში უკეთესი რეპუტაცია იქონიოს… ის ცდილობს იმის მტკიცებას, რომ დემოკრატია და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მისი ხალხისთვის სასარგებლო არაა” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის მდივანმა კახა ძაგანიამ. ”ის იყენებს ქართველ ბიჭებს, მათ სიცოცხლეებს იმისთვის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს”.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ მას სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. მაგრამ იმ სამხედროების ოჯახებისთვის, რომლებიც ერთმანეთს არიან დაშორებულნი, მისი ოცნება კოშმარად იქცა.

შარშან, როდესაც გამოცხადდა ქართული ჯარის დიდი შემადგენლობის გამგზავრების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ამ ნაბიჯის მხარდამჭერებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ: 44.9 პროცენტი ემხრობოდა ჯარის გაგზავნას, 43.4 წინააღმდეგი იყო, ხოლო 11.7 პროცენტს პასუხი არ ჰქონდა. ხომ არ შეიცვლება ეს მაჩვენებელი?

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group