მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ვარშავას სამიტი: ევროკავშირი აღმოსავლეთით პრობლემებს ხედავს

ავტორი სტივენ კასტლი, The New York Times

01/10/2011 12:19 (234 დღე 09:54 minutes ago)

ბრიუსელი – ვარშავაში დაწყებული ევროკავშირის ლიდერებისა და მისი ექვსი აღმოსავლელი მეზობელი ქვეყნის სამიტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ორდღიან მოლაპარაკებებზე აქცენტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე და სავაჭრო კავშირების დაახლოებაზე უნდა გაკეთებილიყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მაგრამ, როგორც ჩანს სამიტს ისეთი საკითხები დაჩრდილავს, როგორიცაა უკრაინა ში დემოკრატიის პერსპექტივის გაქრობა და ბელორუსის მთავრობის ავტორიტარული მიდრეკილებები.

დიპლომატებისთვის უხერხულობას ქმნის ის, რომ სამიტის დღეები (ხუთშაბათი, პარასკევი) უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩი ს ოპონენტის იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური სასამართლო პროცესის დასრულებას ემთხვევა. ამ პროცესმა ის პრობლემები ცხადყო, რომლის წინაშეც დასავლეთ ევროპელები აღმოჩდნენ, რომლებიც ცდილობენ უკრაიანას ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით და მეზობელი რუსეთის ცენტრალიზებული პოლიტიკური მოდელისგან გამიჯვნისკენ უბიძგონ.

დღევანდელ დღეს დასავლეთი საკუთარი ეკონომიკური კრიზისით იმდენად შეწუხებულია, რომ მისი ორი წამყვანი ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კამერონი ვარშავაში დანიშნულ სამიტს არ დაესწრნენ.

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ევროკავშირმა კონტინენტი შეცვალა იმით, რომ ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანება შესთავაზა იმ პირობით, თუკი ისინი დემოკრატიას და თავისუფალ ბაზრებს განავითარებდნენ. მაგრამ ახალი სახელმწიფოების მიღების ენთუზიაზმი, როგორც ჩანს ამოიწურა.

„სინამდვილეში ევროკავშირს არ აქვს სტრატეგია, რადგან არ აქვს საბოლოო მიზანი“, ამბობს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი ნიკუ პოპესკუ. „რამდენიმე ქვეყანას უნდა, რომ ბლოკში ზოგიერთი აღმოსავლელი პარტნიორი გაწევრიანდეს; სხვებს არ უნდათ“.

სანაცვლოდ, რეცესია და ფინანსური კრიზისი დასავლეთში რუსეთს ძლიერ რეგიონალურ ძალად აქცევს, ყოველ შემთხვევაში ზედაპირულად მაინც.

„საკუთარი მმართველობის სტილი ს წყალობით, რუსეთისთვის უფრო იოლია ერთიანი ფრონტით გამოსვლა და საკუთარი თავის იმაზე უფრო დამაჯერებელ და გავლენიან ძალად წარმოდგენა, ვიდრე ის სინამდვილეში შეიძლება იყოს“, – აღნიშნავს ჰიზერ გრაბე ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბრიუსელის ოფისის დირექტორი. „რადგან ევროკავშირში ბევრი განსხვავებული პოზიციაა, ის იმაზე ნაკლებად გავლენიანი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის“.

გრაბე ამბობს, რომ ბლოკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთად დააჯგუფა ექვსი აღმოსავლეთ ევროპული და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები (მოლდოვა, უკრაინა , ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი), რომლებსაც ძალიან განსხვავებული მისწრაფებები აქვთ.

ამის მიუხედავად, ბლოკმა დაახლოებით 2.6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო ამ ექვს ქვეყანას 2013 წლის ჩათვლით.

პოლიტიკური პროგრესი რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია. ამ ექვსი სახელმწიფოდან, მხოლოდ მოლდავეთისა და საქართველოს მხრიდან იგრძნობა ევროპული მოდელისკენ სვლის ნიშნები, ამბობს პოპესკუ: „აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებია, და სიტუაციის გაუარესება და ცენტრალიზებული მმართველობისკენ სვლა იგრძნობა უკაინაშიც. უკრაინა ბელორუსია არ არის, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წელიწადში შეიძლება გახდეს“.

ბელორუსი, რომელიც ერთ დროს თითქოს, ნელ-ნელა ავტორიტარიზმისგან გამიჯვნის გზას დაადგა, კვლავ წარსულს დაუბრუნდა იმ პოლტიკური რეპრესიებით, რომელიც რეჟიმის ოპონენტთა წინააღმდეგ გასული წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამ ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირში შესვლა აკრძალული აქვს; ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრი დაპატიჟეს, თუმცა ღონისძიებაზე სხვა დიპლომატი ჩამოვიდა.

მართალია, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა ამ თვის დასაწყისში 13 ბელორუსელი პატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, თუმცა დიპლომატების უმრავლესობას ბრიუსელში მიაჩნია, რომ ოპტიმიზმისთვის საფუძველი ნაკლებად არსებობს და ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ბელორუისის სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის გაზრდას გეგემავენ.

პოპესკუს თქმით, ტიმოშენკოს საქმე უკრაინა ში „ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია“ იმის, რომ იანუკოვიჩი პოლიტიკურ სივრცეზე მონოპოლიურ კონტროლს ამყარებს და რუსეთის ვლადიმერ პუტინი ს მაგალითს იმეორებს – თუმცა ამას პუტინზე ბევრად უფრო სწრაფად აკეთებს“.

უკრაინა შეეცადა ევროკავშირის და რუსეთის დაპირისპირებაზე ეთამაშა და უკვე მიაღწია იმ მომენტს, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ფაქტობრივად დასრულდა სამწლიანი მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, იმავდროულად რუსეთი გაზის მაღალი ფასების და სხვა ტარიფების გაზრდის მუქარით კიევს მის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აიძულებს, ამბობს პოპესკუ. ეს რთული არჩევანია: უკრაინა ორივე მიმართულებით თანაბარი მოცულობის საქონლის ექსპორტს ახორციელებს.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group