გუშინ ნიკ ქლეგს შევხვდი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, რომელიც ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ესწრება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პოლონეთი (და შვედეთი) სათავეში ჩაუდგნენ ინიციატივას, რომლის მიზანი ევროპის კავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობათა წახალისებაა. ეს ქვეყნებია: უკრაინა , ბელორუსია, მოლდოვეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ევროპის ამ მხარეში ინტერვიუების სრული ვერსია გაზეთებში ყოველდღიურად ქვეყნდება. ამიტომ ადგილობრივი ტრადიციის დაცვით, სტატიას პოლონური ფორმატი აქვს. მცირეოდენი რედაქტირება სიცხადისა და სტატიის მოცულობის გამო გაკეთდა.
როგორ შეაფასებდით „აღმოსავლეთ პარტნიორობას“?
ეს არ არის მუდმივი მოლოდინის სივრცე, სადაც პოულობენ საპატიო მიზეზს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ გამყოფი ხაზი ამჟამინდელ ევროკავშირსა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც გაწევრიანება სურთ. ეს პლატფორმაა. ეს პროგრამა იმ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ, რომელიც საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს სულ უფრო და უფრო ახლო ურთიერთობანი ევროკავშირსა და უკრაინა ს, მოლდოვეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. ეს დაეხმარება შემდეგ ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
გარდა ამისა, ეს პროგრამა, როგორც ევროკავშირს, საშუალებას გვაძლევს, გავაგზავნოთ ცხადი და არაორაზროვანი სიგნალი, როდესაც ვიფიქრებთ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები არ მიდის სწორი მიმართულებით. ყველაზე სამწუხარო მაგალითი ამისა ბელორუსიაა, სადაც პრეზიდენტი (ალექსანდრე) ლუკაშენკო ისე იქცევა, როგორც საშუალო საუკუნეების დესპოტი. მას 21-ე საუკუნის ევროპაში არ შეიძლება რაიმე როლი ჰქონდეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები ევროკავშირში გაწევრიანდებიან?
დიახ, რა თქმა უნდა. თუ შესრულდება პირობები. ვფიქრობ, ძალიან მკაცრად უნდა მოვეკიდოთ შემდეგ საკითხებს: პოლიტიკური პლატფორმა, ადმინისტრაციული რეფორმები, კანონის უზენაესობა, საბაზრო ეკონომიკა, რაც უმნიშვნელოვანესია, მათთვის კარის გასაღებად.
და ბელორუსია?
ეს ნამდვილად არ მოხდება ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. მაგრამ, თუ მომავალ 10, 15, 20 წელიწადში ბელორუსია თავიდან აღმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც თანამედროვე, ღია, თავისუფალი ქვეყანა და ეკონომიკა, ჩვენ საკითხს, რაღა თქმა უნდა, უნდა დავუბრუნდეთ.
რას ელით ვარშავის სამიტისგან?
ბევრი მოლაპარაკება გაიმართება სამიტის თანმდევ შეხვედრებზე ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით, რადგან ეს უდიდესი კრიზისია, რომლის წინაშეც ევროპული კონტინენტი აღმოჩნდა. თავად სამიტზე კი დისკუსია ძირითადად იმას მიეძღვნება, თუ როგორ განვაგრძოთ ის პროცესი, რომლის მიზანი ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებაა. და არა მხოლოდ არაბული გაზაფხულის გამო. ამის ხაზგასმა ძალიან სურს ევროკავშირის ამჟამინდელ მმართველ ქვეყანას, პოლონეთს.
ჩვენგან აღმოსავლეთით მთელი სამყაროა, სადაც უზარმაზარი რაღაცეები ხდება. აქ ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე: გაიხსენეთ თუნდაც მხოლოდ უკრაინა . იქ პოლონეთზე 8 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს. ის პოტენციაში ევროპის სუპერსახელმწიფოა. უკრაინა სთან ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად, ყველაფრის გაკეთება გვსურს. მოხარული ვიქნები, თუ ამ წლის ბოლოს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას ვიხილავ. ეს იქნება თამამი ნაბიჯი იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინის ბედი ევროკავშირს საიმედოდ დაუკავშირდა.
თქვენ გამოხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროს კრიზისმა შესაძლოა ორსიჩქარიანი ევროპა შექმნას. პოლონელები უკვე თვეებია ლაპარაკობენ, იმაზე, რომ ისინი, ვინც ევროზონაში არ არიან, ვერ დაუტოვებენ საკითხის გადაწყვეტას მათ, ვინც ევროზონაშია. მაგრამ თქვენი ბოლოდროინდელი კომენტარით, თითქოს უარი თქვით ბრიტანეთის ადრინდელ პოზიციაზე.
ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ მთავრობაში, უმაღლეს დონეზე. ჩვენ ძალიან გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ძლიერი ევროზონა კარგია ძლიერი გაერთიანებული სამეფოსთვის. მაგრამ ჩვენ ვერ დავწერთ რა ცვლილებების მიღება სჭირდება ევროზონას. ადამიანთა უმეტესობამ იცის, რა იგულისხმება ამაში: უფრო დიდი ფისკალური ინტეგრაცია; უფრო მეტი რესურსი ბანკები ს კაპიტალიზაციისთვის, რათა შეჩერდეს დავალიანებათა კრიზისის ინფექციის გავრცელება.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში ის არის, რომ ევროპის ბედი ამ კონტინენტის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზეა დამოკიდებული. ამიტომ მგონია, რომ პოლონეთის აქცენტი ეკონომიკურ ზრდაზე სწორი რამაა. რაც არ უნდა ბევრი რამ გამოვასწოროთ, ჩვენ რაღაც უნდა მოვუხერხოთ ჩვენი პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ეს კი მხოლოდ ერთიანი ბაზრის გაღრმავებითაა შესაძლებელი. ეს უნდა გააკეთოს 27 ქვეყანამ.
განა ეს პოზიცია არ ეწინააღმდეგება კონსერვატულ ბრიტანულ ევროსკეპტიციზმს, რომელსაც შესაძლოა სურს კიდეც ევროპისგან მოწყვეტა და ის, რომ ევროზონამ საკუთარი გზით იაროს?
ცხადია, მე კონსერვატიული პარტიის ანტი-ევროპული ფრთის სრულიად საპირისპირო მიმართულებიდან მოვდივარ. მთავრობაში ყველანი – მე,პრემიერ-მინისტრი, კანცლერი, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ერთიანი ბაზარი ბრიტანეთის მიღწევა იყო, რომლის ფუძემდებელი ბრიტანეთის წარმომადგენელი (ლორდი კოკფილდი) გახლდათ. ის მარგარეტ ტეტჩერისა და კონსერვატიული პარტიისათვის მოქმედებდა. ყველაფერი, რაც საფრთხეს უქმნის ამ მიღწევას, ძალიან საზიანოა ბრიტანეთის გრძელვადიანი ინტერესებისათვის და მათთვის, ვინც ევროზონაშია.
ზოგიერთი ვარშავაში იმაზე შიშობს, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოამზადეს საიდუმლო შეთანხმება, რომელიც ევროზონას მარტო დატოვებს და რომ ბრიტანეთმა ზურგი შეაქცია ევროპას და ის საფრანგეთს დაუტოვა.
მე ასე არ ვფიქრობ, წარმატებული ევროკავშირი შეუძლებელია წარმატებული ევროზონის გარეშე. ასევე, წარმატებული ევროზონა შეუძლებელია წარმატებული ერთიანი ბაზრის გარეშე, რომელიც ფარავს 27 (წევრ ქვეყანას). ეს ორი რამ არ არის ურთიერთგამომრიცხავი.
ასე რომ არავითარი საიდუმლო შეთანხმება არ არსებობს?
რაღა თქმა უნდა, არა.
იქნებოდით თუ არა კმაყოფილი თუ ევროზონაში მიიღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ზონის გარეთ მყოფთა გარეშე?
უმეტესობა იმის, რაც შეცვლას საჭიროებს ევროზონაში შეიძლება გაკეთდეს შეთანხმების შეცვლის გარეშე. ეს მოთხოვნა იმდენადაა პოლიტიკური, რამდენადაც სამართლებრივია და არ მგონია, მალე მოხდეს. მოდით, ვიყოთ პრაგმატულნი. თუ თქვენ შეთანხმების შეცვლას ითხოვთ, მაშინ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმები ირლანდიაში და ფინეთში და სხვაგანაც.
არ მგონია, შეთანხმების შეცვლას მალე მიაღწიონ. და მე ეს ვუთხარი ბევრ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ შეთანხმების შეცვლა დაშლის შესაძლებლობას შეიცავს და ვუთხარი მათაც, ვისაც ჰგონია, რომ ეს არის წინსვლის ინსტრუმენტი.
ე.ი. თქვენ გაერთიანდებით შვედებთან, პოლონელებთან და ევროს გარეთ მყოფ სხვა ძალებთან, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ?
არსებობს (ევროს გარეთ მყოფი) რამდენიმე ძალიან ძლიერი ქვეყანა: პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და კიდევ სხვანი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი სურვილი იმისა, რომ ევროზონა მოწესრიგდეს. ეს ჩვენთვის ყველასთვის კარგია, ვართ ევროზონაში, თუ არა. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს ყველაფერი ბზარს არ გააჩენს. (ვროპის კომისიის) პრეზიდენტმა (ხოსე მანუელ) ბაროზომ გუშინ ამაზე ილაპარაკა თავის გამოსვლაში (ევროპის) პარლამენტში.
საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხში ბოლომდე გეთანხმებათ?
აბსოლუტურად. უილიამ ჰეიგი, მე, კანცლერი და პრემიერ-მინისტრი, ყველანი ბოლო რამდენიმე დღეა ამაზე ვლაპარაკობდით. როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი პოზიციები, ყველა ჩვენგანი აცნობიერებს იმას, რომ არც ბრიტანეთის ინტერესებში და არც ევროპის ინტერესებში არ შედის იმ ეკონომიკური ერთეულის დანაწევრება, რომლის შექმნასაც ათწლეულები შევალიეთ.
აღელვებს ბრიტანელ მოსახლეობას მსოფლიო ს ამ ნაწილის ბედი?
ჩვენ ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების მხარდაჭერის წინა ხაზზე ვიყავით. ჩვენ ღიანი უნდა ვიყოთ ევროკავშირის მიღმა არსებული ქვეყნებისადმი. ამას მხარს უჭერს მთელი პოლიტიკური სპექტრი და ვფიქრობ, რომ თუ ხალხს ჰკითხავთ, ისინი გიპასუხებენ, „დიახ, ეს კარგი იდეაა ევროკავშირისთვის, რომ სხვებისთვის ღია იყოს“.
მაგრამ თუ პირდაპირნი ვიქნებით, მილიონობით ბრიტანელი, ისევე როგორც ყველგან ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში უფრო მეტად ღელავს თავის სამუშაო ადგილებზე და იმ უშუალო ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლის პირისპირაც ისინი აღმოჩნდნენ.
ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ევროკავშირის შემდეგ ბიუჯეტთან დაკავშირებით (2020 წლის) გაუარესდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს გაუმჯობესების პერსპექტივა?
ჩვენ პატიოსანი უთანხმოება გქვონდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც მთელ ევროკავშირში ყველა ქვეყანამ ასეთი ძალისხმევა გასწია თავისი ეკონომიკების დასაბალანსებლად, და როდესაც რიგით მშრომელ ხალხს და გადასახადის გადამხდელს ასეთ მსხვერპლშეწირვას ვთხოვთ, გაუგებარი იქნებოდა ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდა 11 პროცენტით.
ჩვენ ასე უმიზეზოდ როდი ვიქცეოდით. ჩვენ, მაგალითად, ვამბობდით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი შესაბამისობაში უნდა იყოს ინფლაციასთან. რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორც პოლონეთია, დიდი ინტერესი დევს სტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებაში. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, რათა დავეხმაროთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს ისე, რომ არ დავხარჯოთ სტრუქტურული ფონდები ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე, რომელთაც ეს ასე ძალიან არ სჭირდებათ. პირადად მე ვფიქრობ, რომ დებატებისთვის უფრო საინტერესო ასეთი საკითხია – როგორ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ფონდებს?
კონკრეტულად სად იქნა გამოყენებული ფონდები არასწორად?
ისინი უბრალოდ ძალიან ეკონომიურად ვრცელდება. იგივე ითქმის, გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვაქვს მწვავე ეკონომიკური დეპრივაციის სივრცეები. მე ეს პირადად ვიცი, რადგან ჩრდილოეთ ქალაქის, შეფილდის წარმომადგენელი ვარ პარლამენტში. იქ ჩვენ დღესაც დამოკიდებულნი ვართ ევროპულ ფონდებზე და მომავალშიც დაგვჭირდება ეს ფული. მაგრამ ისიც ვიცი,საკუთარი გამოცდილებით, რომ ხშირად ფულს არასწორად ვხარჯავთ. ჩვენ უფრო იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვიყენებთ ფულს და არა იმაზე, თუ ვის ერგო დიდი ლუკმა.
თქვენ განაცხადეთ, რომ ვარშავას ისტორიული ადგილების მონახულება გინდათ, რატომ?
იმიტომ, რომ ვარშავის 1944 წლის აჯანყება და ვარშავული გეტო ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილია და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომ ძალიან მინდა გამოვნახო დრო და მოვინახულო აჯანყების მუზეუმი და გეტოს მონუმენტი.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი
პროექტის http://foreignpress.ge
მიერ.
Related Stories