ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

რეალისტის პრიზმა: პუტინი-მედვედევის ტანდემის ახლებურად გააზრება

ავტორი ნიკოლას გვოზდევი, World Politics Review

05/10/2011 17:10 (230 დღე 05:06 minutes ago)

წინა შაბათს, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი ს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის და სანაცვლოდ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე თავისი წინამორბედის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინი ს კანდიდატურა წარადგინა, მოულოდნელი აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანისთვის (მათ შორის ჩემთვის), ვინც ფიქრობდა, რომ პუტინი - მედვედევი ს ტანდემის მუშაობა გაგრძელდებოდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მიუხედავად ამისა, სიტუაციის მარტივი და გარკვეული თვალსაზრისით შაბლონური ანალიზი, რომელსაც გვთავაზობენ ისინი, ვინც არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მედვედევი უბრალოდ „სავარძელს უნახავდა პუტინს“, ვიდრე ამ უკანასკნელს პრეზიდენტად დაბრუნებამდე დრო გაჰყავდა, ვერ გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა .

პუტინს რომ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება სდომოდა, მას არ დასჭირდებოდა ისეთი ჩახლართული სქემის შექმნა, როგორიც ეს ტანდემია. 2007 წელს რუსეთში უკვე არსებობდა საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვა გაუქმებულიყო და 2008 წელს პუტინს კენჭი მესამე ვადით ეყარა. ის ძალიან ფრთხილად და გონივრულად მართავდა 2007 წლის სახელმწიფო დუმას არჩევნების მიმდინარეობას, რამაც კრემლის თანამოაზრე პარტია „ერთიან რუსეთს“ პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოუტანა. ამის შემდეგ იოლი იყო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და წესების იმგვარად შეცვლა, რომ პუტინი მესამე ვადით პრეზიდენტად დაბრუნებულიყო. კონსტიტუციის გადაკეთების განზრახვის გარეშეც, ბოლოს და ბოლოს მედვედევი უბრალოდ გადადგებოდა პრეზიდენტის პოსტიდან 2009 ან 2010 წელს და პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის პოზიციაში აღმოჩნდებოდა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც 2008 წელს მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი არ მოქმედებდა ისე, თითქოს კრემლში აუცილებლად აპირებდა დაბრუნებას ან გათვლა იმაზე ჰქონდა, რომ მედვედევი უსიტყვოდ შეასრულებდა მის მითითებებს. პირიქით, მან დუმას აიძულა მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდისთვის ისეთ სფეროებში (მათ შორის დამატებითი კონტროლი მოიპოვა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში), რომლებიც ტრადიციულად პრეზიდენტის კომპეტენცია იყო. პუტინმა „ორი გასაღების“ სისტემა შექმნა, რომელშიც პოლიტიკური ინიციატივები პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც უნდა დაემტკიცებინათ, იმავდროულად გავლენის სფერო გაუზარდა მინისტრთა კაბინეტს, რაც პრემიერის მოადგილეების ჯგუფის შექმნით გააკეთა. თითოეული ამ მოადგილეს სახელმწიფო და ეკონომიკური სფეროს გარკვეული მიმართულებების კოორდინაცია დაევალათ.

ასეთი დონის დუბლირება აუცილებელი არ გახდებოდა, პუტინს იმის განცდა, რომ ჰქონოდა, რომ მედვედევი მის მითითებებს ბრმად დაემორჩილებოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ მან და მედვედევმა მოილაპარაკეს, რომ 2012 წელს როლებს გაცვლიდნენ. მაშინ რა მიზანი ჰქონდა მედვედევი ს პრეზიდენტობას?

შესაძლოა, 2008 წელს პუტინმა და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წრის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ კრემლის ახალი სახე ხელს შეუწყობდა ზოგიერთ ქვეყანასთან გაფუჭებული ურთიერთობების გაუმჯობესებას. პუტინმა კრემლი იმ დროს დატოვა, როდესაც ეს უკანასკნელი შეერთებულ შტაბთან ფაქტობრივად ცივი ომის ზღვარზე იყო და გაზით მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით ევროპასთან გართულებული ურთიერთობა ჰქონდა. მედვედევი შესანიშნავად გაუმკლავდა დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებას. ახალი და საკმაოდ პერსპექტიული პარტნიორობა გაფორმდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან, ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის ვიზიტი რუსეთში, რომელიც გასული თვის დასაწყისში შედგა, ბრიტანეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთში მოწამლეს. ამ ვიზიტმა ქვეყნებს შორის კეთილი ურთიერთობების აღდგენის იმედი გააჩინა. რა თქმა უნდა, მედვედევი ს მთავარი დამსახურება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების „გადატვირთვაა“. უდაოა, რომ აშშ-ს კონგრესში პუტინზე ჩამოყალიბებული მკვეთრად ნეგატიური შთაბეჭდილების გამო, სწორედ იმ ფაქტორმა, რომ რუსეთს სხვა ფიგურა, კერძოდ კი უფრო რბილი ნიშნების მატარებელი პოლიტიკოსი წარმოადგენდა, პოზიტიური როლი ითამაშა აშშ-ს მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებების მოწონებაში, როგორებიცაა START-ის ახალი ხელშეკრულება, ასევე ბირთვული იარაღის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია.

მედვედევი ს და პუტინი ს ტანდემი შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალა იმისთვისაც, რომ კრემლის შიგნით კონკურენტული ინტერესები დაბალანსებულიყო. რა თქმა უნდა, სამთავრობო ფუნქციების დუბლირება და პრემიერის და პრეზიდენტის პარალელური გუნდების განვითარება ხელს უშლიდა ორივე მხარეს წამყვანი პოზიციის დაკავებაში. გარდა ამისა, ტანდემის არსებობამ ხელი შეუწყო მედვედევი ს ირგვლივ ადამიანთა განსაკუთრებული ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლებიც ემხრობოდნენ რეფორმების სწრაფ და ფუნდამენტურ განხორციელებას, განსხვავებით პუტინი ს მიდგომისგან, რომელსაც მიაჩნია, რომ ცვლილებები ძალიან ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დამკვიდრდეს. მედვედევი ს თანაშემწეები, მაგალითად ისეთი, როგორიც არკადი დვორკოვიჩია, რომელიც შესანიშნავად წყვეტს რთულ ეკონომიკურ საკითხებს, არასდროს მოქმედებდნენ ისე, თითქოს მათი უფროსი მხოლოდ ფორმალური პირი იყო და პუტინი ს დაბრუნამდე დრო გაჰყავდა. არის კიდევ იგორ შუვალოვი – რუსული მხარის მთავარი კოორდინატორი „დიდი რვიანის“ სამიტზე და მედვედევი ს მიერ წარმოდგენილი საპრივატიზაციო გეგმის არქიტექტორი. ამ გეგმის მიზანი მთელ რიგ რუსულ კომპანიებში სახელმწიფო წილის შემცირება იყო. დღეს შუვალოვი მინისტრთა კაბინეტში დააწინაურეს, ის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება მედვედევი ს პროგრამის ნაწილი მაინც გაიზიაროს.

მედვედევი ს პრეზიდენტობამ პუტინი სთვის რამდენიმე უსიამოვნო მომენტიც შექმნა, და როგორც ჩანს, სწორედ ამან განუმტკიცა მას გასული წლების განმავლობაში კრემლში დაბრუნების სურვილი. რუსეთის პრეზიდენტის ერთი დაუწერელი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა დააბალანსოს კრემლის დაჯგუფებები, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები აქვთ. ამ კვირის დასაწყისში მე დავეთანხმე იმ მოსაზრებას, რომ პუტინი ს პრეზიდენტად დაბრუნება „იმ ფაქტის გულწრფელი აღიარებაა, რომ პუტინი ს გარეშე პუტინი ზმი არ შეიძლება არსებობდეს; რომ პუტინი ს სისტემა კრემლის ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებსა და კლანებს შორის ბალანსის შენარჩუნებაში მდგომარეობს და და არ შეიძლება სხვის მიერ იმართებოდეს“.

შესაძლებელია ისიც, რომ პუტინი ხელისუფლებაზე მისმა არაპირდაპირმა კონტროლმა შეაშფოთა. სინამდვილეში, არსებობდა რაღაც ძალა, რომელიც ტანდემში ბალანსს აკონტროლებდა: მედვედევს, როგორც პრეზიდენტს პუტინი ს მოხსნის კონსტიტუციური უფლებამოსილება გააჩნდა, იმ დროს როდესაც პუტინს, პარტია „ერთიანი რუსეთის“ ლიდერის როლში, პარტიის, რომელიც სახელმწიფო დუმაში აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნის, შეძლებდა მედვედევი ს იმპიჩმენტის მიღწევას, და ამ ფორმით მის თანამდებობიდან გათავისუფლებას. თუმცა, 2011 წლის დუმას არჩევნები უფრო მყიფე სურათს ქმნის, განსხვავებით 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის სურათისგან. „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგი მკვეთრად დაეცა, ასევე მარცხით დასრულდა კრემლის მხარდაჭერილი ბიზნეს-პარტიის „პრავოე დელოს“-ს ხელოვნურად შექმნის მცდელობა. ბოლოდროინდელი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ „ერთიანმა რუსეთმა“ დუმაში შეიძლება მხოლოდ 277 ადგილი მოიპოვოს, ანუ მნიშვნელოვანი უმრავლესობის და უდაო ლიდერის სტატუსის გარეშე დარჩეს. ამასთანავე, თავად „ერთიანი რუსეთი“ თავის დეპუტატებში „წმენდას“ ატარებს, ასე რომ ამ პარტიიდან დღევანდელი პარლამენტარების თითქმის ნახევარი თავის ადგილს ვეღარ დაუბრუნდება. შეიძლება, პუტინმა თავი არაკომფორტულად იგრძნო, ეყრნობოდა რა „ერთიანი რუსეთის“ ლიდერობას იმ დროს, როდესაც პარტია ასეთ სერიოზულ ცვლილებებს განიცდის.

გარდა ამისა, როგორც ედ ლუკასმა აღნიშნა, რუსეთის პოლიტიკური სცენა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომზადებული კულუარული ლიდერისთვის. როგორც ტომ ნიკოლსი ამბობს, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ასევე ისეთი მარტივი ფაქტორი, როგორიც პერსონა ლური ეგოა. 2008 წელს ბევრს ეგონა, რომ პუტინს ხელმძღვანელი ვალდებულებებისგან გამიჯვნა სურდა, მაგრამ დღეს ის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისთვის შეიძლება თავს „დასვენებულად და მომზადებულად“ გრძნობს.

პუტინმა მედვედევს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთის“ სიის პირველი ადგილი და 2012 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, გადასცემს თუ არა იგი თავის პროტეჟეს ასევე პრემიერ-მინისტრის განახლებულ და გაზრდილ უფლებამოსილებას, თუ შეეცდება პრემიერის ფიგურის დაბრუნებას ქვემდებარე პოზიციაზე, როგორც ეს 2008 წლამდე აწყობდა. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ იმის გაგებას, გაგრძელდება თუ არა პოლუსების ცვლილების შემდეგ პუტინი ს და მედვედევი ს პარტნიორობა, თუ რუსეთის მართვის ბოლო წლები, მხოლოდ ხანგრძლივი შემოვლითი გზა იყო.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group