მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

პუტინი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ევრაზიული კავშირისკენ მოუწოდებს

ავტორი ტომ ბალმფორტი, RadioFreeEurope, RadioLiberty

05/10/2011 17:21 (230 დღე 04:58 minutes ago)

მოსკოვი – მას შემდეგ, რაც კრემლში დაბრუნების გეგმებზე განაცხადა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა თავის პირველ მთავარ პოლიტიკურ ინიციატივაში ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ინტეგრირებასთან დაკავშირებული ფართო ხედვა წამოადგინა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ყოველდღიური „იზვესტიას“ საპირველგვედრო სტატიაში, პუტინი „ევრაზიული კავშირის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, კავშირის, რომელიც რუსეთს, ბელორუსს და ყაზახეთს გააერთიანებს.

პუტინმა შეაქო რუსეთის საბაჟო კავშირი, რომელიც მას კიდევ ორ ქვეყანასთან ერთად აქვს და რომელიც მომავალ წელს ვაჭრობის, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილებისთვის ყველა ბარიერის გაუქმებას გეგმავს. მისი თქმით ასეთი კავშირი, რომელიც 2009 წელს დაარსდა, უნდა „აშენდეს ევროკავშირის და სხვა რეგიონალური კოალიციების გამოცდილებაზე“.

მაგრამ პუტინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დროა „უფრო ამბიციური მიზნის“ დასახვა და „ევრაზიის კავშირში ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა“.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წინადადება ნაწილობრივ საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის აღძვრით, ხელისუფლების პოპულარობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პუტინი უმრავლესობის იმპერიალისტურ გრძნობებზე თამაშს ცდილობს“, – ამბობს პავლე სალინი, მოსკოვის პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის ანალიტიკოსი. „იმპერიული წარსულის მიმართ ნოსტალგია არსებობს. საბჭოთა კავშირის ფორმატი გამორიცხულია ცენტრალური აზიის, ბალტიისპირეთის და სამხრეთ კავკასიის გარეშე, მაგრამ ეს მაინც იმპერიულ წარსულთან დაბრუნებაა. პუტინი ამ გრძნობებზე თამაშობს“.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა არ მოხდება“

პუტინი , რომელსაც ეკუთვნის ცნობილი განცხადება, რომ სსრკ-ს დაშლა „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“, წერს, რომ „იდეა, საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენაში არ მდგომარეობს“.

ეს „გულიბრყვილობა“ იქნებოდა, წერს პუტინი , „შეეცადო აღადგინო ან გადმოიღო რაიმე წარსულიდან. თუმცა, უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძველზე და ღირებულებების ახალი სისტემა – ჩვენი ეპოქის მოთხოვნაა“.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ნიკოლოზ პეტროვი ამბობს, რომ პუბლიკაცია როგორც ჩანს პუტინი ს საგარეო პოლიტიკური გამარჯვებებისადმი ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რადგან ხელისუფლების საარჩევნო კამპანია ძალას იკრებს – 4 დეკემბერს სახელმწიფო დუმას არჩევნებია.

„არ ვფიქრობ, რომ აქ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა“, – ამბობს პეტროვი და დასძენს, რომ სტატია გავს „უფრო სიმბოლურ ჟესტს, რომლის მიზანიც იმის ჩვენებაა, თუ როგორი ეფექტურია პუტინი საგარეო პოლიტიკის მხრივ რუსეთის მეზობლებთან მიმართებაში“.

„პუბლიკაცია არც პროგრამა არ არის“, ამბობს იგი, „არამედ უფრო მისი მიღწევების დემონსტრირებაა“.

ელექტორატზე თამაში

პუტინი მიესალმა ბელორუსის, ყაზახეთის და რუსეთის „ერთიან ეკონომიკურ სივრცეს“, რომელიც 2012 წლის იანვარში ამოქმედდება და მას „ისტორიული მომენტი“ უწოდა ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის, რომელსაც მოსკოვი თავის „გავლენის სფეროდ“ განიხილავს.

მან კავშირთან შეერთებისკენ სხვა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებსაც მოუწოდა, უარყო რა უკრაინის პროტესტი იმის თაობაზე, რომ ასეთი ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოვა მომავალში კიევი ს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებასთან.

ევროკავშირის მსგავსად მოდელირებული ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც 165 მილიონ მომხმარებელს გააერთიანებს და იმოქმედებს, როგორც ევროკავშირის გეო-ეკონომიკური საპირწონე, „გლობალურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს“ და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ეკონომიკური კვანძის როლს შეასრულებს, წერს პუტინი .

სალინი აცხადებს, რომ პუტინი , რომელსაც მარტში დაგეგმილ არჩევნებზე კრემლში პრეზიდენტად მესამე ვადით დაბრუნება უნდა, მმართველი ელიტის შელახული პოპულარობის აღდგენას ცდილობს.

„[ პუტინი ] ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან [ხელისუფლების] რეიტინგი ეცემა, ისევე როგორც მისი რეიტინგი“, – ამბობს სალინი. „მას ისეთი კარტის გათამაშება სჭირდება, რომელიც ელექტორატს მიიზიდავს“.

პუტინი ს რეიტინგი დღემდე მაღალია – დაახლოებით 70%, თუმცა ის ეცემა 2008 წლის სტრატოსფერულ 85%-თან შედარებით. „ერთიანი რუსეთის“ რეიტინგმა ამ წლის მაისში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია და 40%-ზე დაბლა დაეცა.

პეტროვის თქმით, რადგან პუტინი კრემლში ბრუნდება, რუსეთის საგარეო პოლიტიკის არსი საეჭვოა შეიცვალოს, თუმცა ის აცხადებს, რომ მისი ტონის შეცვლას ელოდება, რადგან მედვედევი , რომელსაც უფრო პრო-დასავლელად მიიჩნევდნენ, სცენას ტოვებს.

„ისინი ვეღარ შეძლებენ ამ ტანდემურ თამაშს და განსხვავებული აუდიტორიების გულის მოგებას“, – ამბობს პეტროვი.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group