ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

პუტინი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ევროკავშირის საპირწონეს სთავაზობს

ავტორი ენდრიუ რატმანი, euobserver.com

05/10/2011 17:23 (230 დღე 04:58 minutes ago)

vladimir-putin_1.jpg

იმ დროს, როდესაც ევროკავშირი-უკრაინის მოლაპარაკებები ასოცირებულ წევრობაზე რთულ ვითარებაშია, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სანაცვლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების „ევრაზიის კავშირში“ შესაყვანად ახალი გეგმა გამოაქვეყნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პუტინმა მისი შეხედულებები 4 ოქტომბერს ყოველდღიურ რუსულ გაზეთში „იზვესტიაში“ გამოქვეყნა. აღნიშნავს რა, რომ რუსეთმა, ბელორუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთ მა და ტაჯიკეთმა უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებასთან დაკავშირებულ გეგმებში, ის აცხადებს, რომ ბლოკი მომავალში ჩამოყალიბდება როგორც სრულყოფილი „ევრაზიის კავშირი“ ერთიანი ეკონომიკური მმართველობით, საერთო ინსტიტუტებითა და უვიზო მოგზაურობის რეჟიმით, ევროკავშირის მოდელის მსგავსად.

„ჩვენ გთავაზობთ ძლიერი ზენაციონალური კავშირის მოდელს, კავშირისა, რომელიც შეძლებს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ს ერთ-ერთი პოლუსი და ითამაშოს ეფექტური „დამაკავშირებელი“ როლი ევროპასა და დინამიურ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის“, – ამბობს იგი.

რეგიონის სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდავეთი, თუქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი) გასაგონად იგი დასძენს: „ევრაზიის კავშირი ღია პროექტია. ჩვენ მივესალმებით სხვა პარტნიორების შემოერთებას, განსაკუთრებით [ყოფილი საბჭოთა] თანამეგობრობის ქვეყნებიდან. ეს არ ნიშნავს ვინმეს იძულებას და რაიმეზე დაჩქარებას. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი სუვერენული გადაწყვეტილება“.

პუტინმა აღნიშნა, რომ გეგმა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობასავით გაისმის.

მან განაცხადა, რომ 12 ქვეყნის ჯგუფს აქვს „სულიერი სიმები, რომლებიც [მათ] ხალხებს აკავშირებს და რომ გასულ საუკუნეში 70 წლიანი საბჭოთა ბატონობის პერიოდმა „მემკვიდრეობის“ სახით დატოვა საერთო ინფრასტრუქტურა და საწარმოო ბაზა.

მაგრამ მან დასძინა: „ჩვენ არ ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის აღდგენა ან გადმოღება, რაც უკვე წარსულია… ევრაზიის ალიანსი დაეფუძნება ინტეგრაციის უნივერსალურ პრინციპებს, ისევე როგორც დიდი ევროპის ინტეგრირებული ნაწილი, რომელსაც თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო კანონების საერთო ღირებულებები აერთიანებს“.

მოსკოვის გამბიტი ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებისთვის სენსიტიურ პერიოდს ემთხვევა.

ევროკავშირი დეკემბერში უკრაინა სთან სავაჭრო და ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას გეგმავს. დღევანდელ დღეს უკრაინა ევროკავშირის ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული აღმოსავლელი მეზობელია. შეთანხმების მიზანი უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროსგან დახსნა და საბოლოოდ ათიდან ოც წლამდე შუალედში ევროკავშირში გაწევრიანებაა.

მაგრამ შეთანხმება ჩაშლის პირასაა ორი მიმართულებით. ევროკავშირი გაბრაზებულია იმაზე, რასაც ის უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩი ს მხრიდან მისი პოლიტიკური კონკურენტების დევნას უწოდებს. ხოლო უკრაინა გაბრაზებულია ევროკავშირზე, რადგან ეს უკანასკნელი უარს ამბობს შეთანხმების პრეამბულაში შეიტანოს დაპირება მომავალ წევრობაზე და იმავდროულად კიევი სგან ევროკავშირზე ორიენტირებულ რეფორმებს მოითხოვს, რომელთა ღირებულებაც ათობით მილიარდი ევროა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს გადამწყვეტი ნაბიჯით უპირისპირდება და ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი მომავალი წლის დასაწყისში შეაქვს.

მაგრამ გაფართოვების მოწინააღმდეგე ისეთი ქვეყნებით, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდებია, რომლებიც ძალიან საეჭვოა, რომ ამ ნაბიჯს მხარს დაუჭერენ, კონფრონტაცია შეიძლება იმით დასრულდეს, რომ უკრაინა სანაცვლოდ პუტინი ს კავშირისკენ მიბრუნდება.

„ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ეს [ევროკავშირის უარი] უკრაინის პრო-რუსულ ელემენტებს ყველა არგუმენტს მისცემს იმისთვის, რომ ევროპულ პროექტზე უარის თქმა გაამართლონ. იმავდროულად, იმ ფონზე როდესაც პუტინი მომავალ წელს [რუსეთის] პრეზიდენტი ხდება, მას ძლიერი პოზიცია ექნება იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს კიევსა და რეგიონის სხვა დედაქალაქებზე“, – უთხრა EUobserver-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ჯგუფში ყველაზე მეტად ორიენტირებულები ევროკავშირზე საქართველო და მოლდოვა არიან. მაგრამ ორივე ქვეყანაში ძლიერი პრო-რუსული ოპოზიციური ძალებია: საქართველოში სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს პოპულარობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სუსტდება და მოლდავეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს მანამ, სანამ მის ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტის გამო რუსეთის ათას კაციანი სამხედრო ძალაა დისლოცირებული.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group