მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საფრანგეთის ახალი სტრატეგია კავკასიაში

ავტორი აქსელ ჟულდანი, L'Express

07/10/2011 15:55 (228 დღე 06:30 minutes ago)

ხუთშაბათს, სომხეთში პომპეზური ვიზიტისა და აზერბაიჯანში ხანმოკლე გაჩერების შემდეგ ნიკოლა სარკოზი საქართველოში გაემგზავრება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საფრანგეთი ამ პრობლემურ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში დამკვიდრებას გეგმავს.

იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ნახევარი წელი რჩება, სარკოზის სამხრეთ კავკასიური ტურნე (6-7 ოქტომბერი) ძალზედ დროულად შეირჩა. ცხადია, რომ ეს ხანმოკლე მოგზაურობა სახელმწიფოს მეთაურს ყველასთვის მისი „ქართული კამპანიის“ საუკეთესო წუთების შეხსენების შესაძლებლობას მისცემს.

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმიამ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავა და დედაქალაქისკენ დაიძრა, ნიკოლა სარკოზი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე-ქვეყნის ხელმძღვანელის რანგში, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში გაფრინდა. ევროკავშირის სახელით მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მიაღწია, რომელიც მართალია მყიფედ გამოიყურებოდა, თუმცა მაინც დიპლომატიურ გამარჯვებად იქცა. „ევროკავშირი პირველად აღმოჩნდა კრიზისის ცენტრში, რომელიც მის საზღვრებთან ვითარდებოდა“, – აღნიშნავს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი იზაბელ ფაკონი. „ამან იმ მტკივნეული მოგონებების მივიწყებას შეუწყო ხელი, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ბალკანეთში ომის დროს ევროპის უსუსურობასთან დაკავშირებით არსებობდა“.

ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და ომში ჩაბმულმა ქვეყნებმა, არმიის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა, რაც არ მოხდა. მეტიც, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და საქართველო ვერცერთ ამ რეგიონში დღემდე ვერ ბრუნდება.

„სიტუაცია აბსოლუტურ ჩიხშია“, – ამბობს მარი მირანდა პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. „ასეთი სიტუაცია სერიოზულად ართულებს სარკოზის თბილისში მოგაზურობას“. არსებობს კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება: 2010 წლის დეკემბერში საფრანგეთმა რუსეთს ორი ვერტმფრენმზიდი „მისტრალი“ მიჰყიდა. „ასეთი ხომალდები მოსკოვს 2008 წელს რომ ჰქონოდა, მისი არმია გაცილებით ადრე მოხვდებოდა ქართულ ბრძოლის ველზე“, – გვიხსნის გაიდზ მინასიანი, კავკასიის სპეციალისტი და წიგნის „ევრაზია: მსოფლიო ს უსაფრთხოების ცენტრში“ ავტორი.

ფრანგი დიპლომატები ორივე მხარემ აღიარა

ასეთ პირობებში, ერთი შეხედვით საფრანგეთისთვის მანევრების სივრცე არ არსებობს. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. „ნელ-ნელა საფრანგეთი სამყაროს ამ ნაწილში ნამდვილი სტრატეგიის კონტურებს ქმნის“, – დასძენს მინასიანი. „ფრანგ დიპლომატებს ღირებულ შუამავლებად მიიჩნევენ არა მხოლოდ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ რუსეთშიც და თურქეთშიც“. ფრანგები იძულებული არიან ფაქტობრივად სასწაულები მოახდინონ იმდენად რთული ისტორიული პრობლემები აქვს ამ რეგიონს, სადაც ერთმანეთშია გადახლართული ეკონომიკური, ტერიტორიული და რელიგიური ინტერესები.

დღეს ფრანგები უკვე თამაშობენ მნისვნელოვან როლს ევროპულ დიპლომატიაში, უკავიათ რა „ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა“ თანამდებობები: ფილიპ ლეფორი – წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისის საკითხებში, პიერ მორელი – შუა აზიის საკითხებში. მოსკოვთან და ვაშინგტონთან ერთად პარიზი მინსკი ს ჯგუფის წევრიცაა. ამ ჯგუფის ამოცანა კიდევ ერთი დიდი ხნის კონფლიქტის მთიანი-ყარაბახის მოგვარებაა. 1991 წელს, ამ რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ომის შემდეგ, რომელიც ამას მოჰყვა (15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონი დევნილია) სომხეთი და აზერბაიჯანი ცივი ომის მდგომარეობაში არიან.

სარკოზის თანმხლები პირები: აზნავური და დევეჯიანი

„ამ სივრცეში, სადაც ყველას ყველა წვერებით ჰყავს დაჭერილი, ხოლო კონფლიქტების დაწყებისთვის პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია, საფრანგეთისთვის მთავარი – მშვიდობის შენარჩუნებაა“, – დარწმუნებულია ჟურნალ Petrostratégies-ის ხელმძღვანელი პიერ ტერზიანი. „წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობის ყველა ფრანგული პროექტი დავიწყებას მიეცემა“. იმავდროულად სამხრეთ კავკასიას ფრანგული ინტერესები სულ უფრო მეტად უკავშირდება. საფრანგეთი (რუსეთის შემდეგ) ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია სომხეთში ისეთი კომპანიების წყალობით, როგორებიცაა Pernod-Ricard, Veolia, Crédit agricole (ქვეყნის უმსხვილესი ბანკი) და Orange, რომელიც მობილური ტელეფონების და ინტერნეტით მომსახურების ბაზრის 25%-ს აკონტროლებს. საფრანგეთში 500 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, რის გამოც, საფრანგეთი ერევნის ბუნებრივ პარტნიორად განიხილება. სომხური დიასპორის ორი გამოჩენილი წარმომადგენელი, მომღერალი შარლ აზნავური და „ო-დე-სენის“ დეპარტამენტის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ვიზიტის დროს სარკოზის ახლდნენ თან.

მიუხედავად ამისა, ყველაზე სერიოზული ეკონომიკური საკითხები ბაქოს უკავშირდება. „აზერბაიჯანი ცნობილია თავისი ნავთობით, რომელიც მთელი მსოფლიო მარაგების 1%“, – ამბობს პიერ ტერზიანი, „თუმცა მისი გაზიც არ უნდა დავივიწყოთ. 2015 წლიდან შავი ოქროს წარმოება შემცირდება, შემდეგ კი ნელ-ნელა შეწყდება. გაზი კი ახალ პერსპექტივებს ხსნის“. გასულ თვეში კომპანია Total-მა განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში, სადაც მასთან (40%) ერთად GDF Suez (20%) და აზერბაიჯანული Socar (40%) მუშაობენ, გაზის მნიშვნელოვანი მარაგები აღმოაჩინა. ნახშირწყალბადის გამო ამ ქვეყანაში, რომლის მოსახლოებაც 9 მილიონი ადამიანია და ავტორიტარული მმართველობაა, ფული მდინარესავით მიედინება. პროექტების რიცხვიც ამის გამო იზრდება. ფრანგული კომპანიები ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ ბაქოს მეტროს გაფართოვებაში, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განახლებულა, ასევე მეორე და მესამე აზერბაიჯანული თანამგზავრის გაშვებაში (პირველი 2010 წელს Arianespace-სზე გაიყიდა).

უყურადღებოდ არც რეგიონის ჩრდილოეთი და რუსეთი დარჩენილან. ამ წლის მაისში დოვილში პრეზიდენტებმა მედვედევმა და სარკოზიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობაზე. დაგეგმილია, ომ არანაკლებ 15 მილიარდი ევრო, რომელსაც კერძო და სახელმწიფო ინვესტორები გაიღებენ, ხუთი სამთო-სათხილამურო კურორტის, ასევე შავ და კასპიის ზღვებზე დასასვენებელი ცენტრების მშენებლობა ს მოხმარდება. მიუხედავად ამისა, რუსეთის ყველაზე არასტაბილური რეგიონის (სწორედ აქ მდებარეობს ფეთქებადსაშიში ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკები) ტურისტულ ცენტრად გადაქცევა მართლაც წარმოუდგენელ პერსპექტივას გავს. ისევე როგორც, საფრანგეთის თამამი სტრატეგია კავკასიაში.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group