მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველო პუტინის ფიქრებში

ავტორი სარედაქციო წერილი, The Washington Post

12/10/2011 16:10 (223 დღე 06:38 minutes ago)

vladimir-putin_copy.jpg

ყველამ, ვისაც აინტერესებდა, შერბილდება თუ არა ვლადიმერ პუტინი იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებისთვის ემზადება, მოსკოვის ბიზნესფორუმზე კრემლის ბოსის ხუთშაბათის გამოსვლას უნდა გადახედოს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როდესაც ჰკითხეს, შევა თუ არა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მომავალ რამდენიმე თვეში, რასაც ვარაუდობდნენ მისი ვაჭრობის მინისტრიცა და ობამა ს ადმინისტრაციაც გასულ ორშაბათს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შემდეგ, პუტინმა უპასუხა, რომ ვაშინგტონის მთავრობა ცდილობს ”ქართულ საკითხს ამოეფაროს”, რათა მოსკოვის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაბლოკოს. ეს ცინიკური და აშკარად ყალბი ბრალდება დეკონსტრუქციად ღირს იმისთვის, რომ გავარკვიოთ პუტინი ზმის შემდგომი კურსი, რომელიც, თუ კუნთმაგარი კაცი თავისას მიაღწევს, ათწლეულობით გაგრძელდება.

საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კავკასიაში, რომლის სუვერენობა, ლიბერალური დემოკრატია და შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობა, აუტანელია კრემლისთვის, მსო-ს წევრია და შესაბამისად რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას უნდა დაეთანხმოს. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ აკრძალა ქართული პროდუქტების უმეტესობის იმპორტი, არამედ 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, მისი ორი პროვინციის ოკუპირებაც მოახდინა. მოსკოვი, გამაოგნებელი წარუმატებლობით ცდილობს, ეს ანკლავები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნონ.

საქართველო აცნობიერებს, რომ ვერ გამოიყენებს მსო-ში გაწევრიანების პროცესს ამ რეალობის შესაცვლელად, მაგრამ არც ის სურს, რომ მისი პროვინციების დაკარგვა დაადასტუროს და ამიტომ, რუსეთს შესთავაზა საზღვრებზე საერთაშორისო საბაჟო მეთვალყურეები დაუშვას. ჩვენ გვითხრეს, რომ მთავრობამ შეიძლება შვეიცარელი შუამავლებისგან მიიღოს წინადადება, რომლის ფარგლებშიც მონიტორინგი ნაწილობრივ ელექტრონულად განხორციელდება. რუსეთი კი უარს ამბობს ამ ორ რეგიონში თავისი ექსპორტის ნებისმიერ მონიტორინგზე და აცხადებს, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც მისი მსო-ში გაწევრიანების ნაწილად იქცევა.

პუტინი ს განცხადების ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ (და ეს მანაც კარგად იცის) ობამა ს ადმინისტრაცია რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას თავის უპირველეს მიზნად მიიჩნევს და პრეზიდენტმა პირადად გადადო თავის ამისთვის. პუტინი კი ამ დროს ამბივალნტურადაა განწყობილი. ხუთშაბათს მან განაცხადა, ”ჩვენ მსო-ში გაწევრიანების პლუსებსაც ვხედავთ და მინუსებსაც”. ეს იმას ნიშნავს, რომ მან საკითხი საკუთარი მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს. დასდო რა ბრალი ვაშინგტონს იმაში, რომ ის საქართველოს პროცესში წინსვლის დასაბლოკად იყენებს, პუტინმა განაცხადა: ”თუ მათ მართლაც უნდათ ჩვენი გაწევრიანება, ამას ერთ ღამეში მოახერხებდნენ.”ე.ი, ის ელის, რომ ობამა იძულებით მიაღებინებს საქართველოს რუსეთის პირობებს.

ოფიციალურმა პირებმა ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ეს არ მოხდება. სხვა ფაქტორების გარდა, თეთრ სახლს დასჭირდება საქართველოს მეგობარი კონგრესმენების მხარდაჭერა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კანონის მისაღებად. მაგრამ პუტინი ორივე შემთხვევაში მოიგებს: თუ საქართველოზე ზეწოლას არ განახორციელებენ, ის შეძლებს საქართველო იმაში დაადანაშაულოს, რომ ვერ გაწევრიანდა სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც კრემლის კორუფციულ ქსელს შეუშლიდა ხელს. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ბატონო პუტინ: თქვენ ოდნავაც არ შეცვლილხართ.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group