ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ინტერვიუ: ქართველი მილიარდერი სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის

ავტორი მარგარიტა ანთიძე, Reuters

18/10/2011 11:57 (217 დღე 10:37 minutes ago)

თბილისი – ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბიზნესს ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს, აცხადებს, რომ მომავლი წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და მზადაა რუსეთთან იმ კავშირების გამოსწორებისთვის, რომელიც 2008 წლის ომის გამო დაინგრა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ამერიკული ჟურნალის Forbes-ის თანახმად 5,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საკუთარი ამბიციების შესახებ გასულ კვირას ღია წერილში განაცხადა და საქართველოს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ პრო-დასავლელ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

კარჩაკეტილი ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია ასევე რუსული სახელით ბორისი და რომლის საბანკო ბიზნესს ინტერესები დიდწილად რუსეთშია, თბილისმა უმალ „კრემლის მარიონეტად“ გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

მაგრამ ამ შაბათ-კვირას, 2005 წლის შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში მედიასთან, ივანიშვილმა Reuters-ს განუცხადა, რომ საქართველოს დაქსასული ოპოზიციის „ჯანსაღ“ ელემენტებს გააერთიანებს და მომავალი წლის შემოდგომაზე დადგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი ს მმართველ პარტიას დაამარცხებს.

„მინიმუმ 90%-იანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოვიპოვებთ“, – განაცხადა 55 წლის ივანიშვილმა.

„ძალიან ადრეა იმაზე საუბარი ბლოკს შევქმნით თუ ეს იქნება ერთი პარტია“, – თქვა მან. „საქართველოში არსებულ ზოგიერთ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს“.

ივანიშვილი ერთგვარი გამოწვევაა სააკაშვილი ს პრო-დასავლური კურსისთვის, რომელიც რვა წელია საქართველოს ლიდერია, ქვეყნის, სადაც 4.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რუსეთის არასტაბილურ სამხრეთ ფლანგზე მდებარეობს, რომელიც ევროპაში კასპიის ნავთობის ექსპორტისთვის სტრატეგიული დერეფანია.

კაცი გამოცანა

დიდი ხნის განმავლობაში ის საკუთარ ქვეყანაშიც კი საიდუმლოებით მოცული ფიგურა იყო. ივანიშვილი გამხდარი კაცია მწვანე თვალებით და წაბლისფერი, ოდნავ გაჭაღარავებული თმით. მას შავი იტალიური კოსტიუმი ეცვა და Rado-ს ფირმის საათი ეკეთა.

ხელოვნების ნიმუშების მხურვალე კოლექციონერმა ინტერვიუ თავის ფერდობზე წამოჭიმულ $50 მილიონიან შტაბბინაში მოგვცა, რომელიც მისმა იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ ციხე-სიმაგრედ დაახასიათა და ანალოგიებს აღძრავს ამერიკელი მედია მაგნატის უილიამ რანდოლფ ჰარსტის ციხესიმაგრესთან კალიფორნიაში.

ბიზნესცენტრის ლითონისა და მინის ჰოლში დემიენ ჰერსტის და როი ლიჰტენშტეინის ნამუშევრები კიდია, შიდა ეზოში კი ზაჰა ჰადიდის, ანიშ კაპურისა და ჰენრი მურის ქანდაკებებია გაბნეული.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკა ში წასვლა რამდენიმე კვირიანი „აუტანელი ეჭვების“ შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ის საკუთარი წარსული გადაწყვეტილების „მძევალი“ გახლდათ, როდესაც პირობას დებდა, რომ საჯარო ცხოვრებისგან თავს შორს დაიჭერდა.

„ბოლო წუთამდე ვმერყეობდი“, -თქვა მან. „მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია დღითიდღე განმტკიცდება, მაშინ როდესაც მათი შესუსტდება“, – განაცხადა მან სააკაშვილი ს მთავრობაზე.

„ისინი შეეცადნენ ჩემს გათიშვას პოლიტიკური პროცესიდან, მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩერებას“, – განაცხადა მან იმის შესახებ, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუქმდა, როდესაც 2010 წელს საფრანგეთის პასპორტი მიიღო.

„თუკი ისინი ამიკრძალავენ მე ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არალეგიტიმური იქნება“, დასძინა ივანიშვილმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა. საქართველო კრძალავს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობას.

გადაყიდვა

ივანიშვილმა, რომელმაც 1990 წელს თავის პარტნიორ ვიტალი მალკინთან ერთად „როსიისკი კრედიტ ბანკი“ დააფუძნა, რუსეთში აფთიაქების ქსელის მფლობელია და მოსკოვში უძრავ ქონებაში აქვს ინტერესები, განაცხადა, რომ მზად არის თავისი აქტივების გასაყიდად, რათა მთავარი ყურადღება პოლიტიკა ს მიაპყროს.

„ჩემი აქტივების შეფასების პროცესი უკვე დაიწყო“, – თქვა მან. „მე ვაცნობიერებ, რომ ვერ შევძლებ მათ მაქსიმალურ ფასში გაყიდვას, თუმცა ამისთვის მზად ვარ“.

ივანიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ-მინისტრი, მისი მთავარი პრიორიტეტები კონსტიტუციური და სასამართლო რეფორმები, ბიზნესი ს ბიუროკრატიისგან გათავისუფლება და მედია თავისუფლებების დაცვა იქნება.

საქართველომ შარშან კონსტიტუციური რეფორმა განახორციელა, შეცვალა რა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საპრეზიდენტო სისტემა „შერეული“ სისტემით, რომელშიც პრემიერის და პარლამენტის ინსტიტუტები უფრო ძლიერი იქნება 2013 წლიდან, როდესაც კონსტიტუციით სააკაშვილი ს მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

სააკაშვილი ს ოპონენტები აცხადებენ, რომ 43 წლის ლიდერი, რომელიც არჩეულ იქნა 2003 წლის უსისხლო რევოლუციის შემდეგ, მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში ყოფნით პრემიერ-მინისტრად გახდომას გეგმავს. ამ პარტიას დიდი უმრავლესობა ჰყავს დღევანდელ პარლამენტში.

„მე ვიცი, რომ მას (სააკაშვილს) ხელისუფლებაში დარჩენა უნდა“, – განაცხადა ივანიშვილმა. „ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“.

მისი თქმით, ორი ან სამი წელი საკმარისია მისი რადიკალური დღის წესრიგისთვის, რის შემდეგაც ის დატოვებს პოლიტიკა ს.

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიის იმ ხარისხით, რომელსაც მე საქართველოში შევქმნი“, – განაცხადა მან. „ეს იმდენად ნამდვილი დემოკრატია იქნება, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას ევროპელებიც კი მოინდომებენ“.

ოპონენტები სააკაშვილს თავისუფლებების შეზღუდვასა და 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევაში ადანაშაულებენ. ხუთ დღეში მოსკოვმა საქართველოს არმია დაამარცხა და აჯანყებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ივანიშვილმა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ „გაუგონარ აგრესიაში“ დაადანაშაულა, მაგრამ განაცხადა, რომ კონფლიქტის პროვოცირება სააკაშვილი ს უგუნურმა პოლიტიკა მ მოახდინა.

მისი თქმით, საქართველომ, რომელიც დე-ფაქტო ვეტოს იყენებს რუსეთის დიდი ხნის განაცხადზე გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, უნდა გამოძებნოს როლი, რომელიც „კომფორტული იქნება შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის და მისაღები რუსეთისთვის“.

რუსეთი არ იყო „არადემოკრატიული ქვეყნის ყველაზე უარესი მაგალითი“, თქვა მან, ხოლო პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი , რომელმაც პრეზიდენტად დაბრუნების შესახებ განაცხადა, რეალურად პოპულარული ლიდერია თავის ქვეყანაში.

„რუს ხალხს ეს ადამიანი მოსწონს. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი, თუმცა უფრო დემოკრატიული რუსეთი ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა მან.

„სავარაუდოდ, რუსეთის მომავალი მთავრობა დაიწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, შეეცდება დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და რეალური დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას“.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group