ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ევროკავშირმა საქართველოს მოსთხოვა დაეთანხმოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას

ავტორი ჯონ მილერი, გიორგი ლომსაძე, The Wall Street Journal

27/10/2011 11:56 (208 დღე 10:43 minutes ago)

ბრიუსელი – ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროკავშირი, რომელიც ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარებას, აძლიერებს საქართველოზე ზეწოლას, რომ ეს უკანასკნელი დაეთანხმოს რუსეთის განაცხადს ამ ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

18 წლიანი მოლოდინის შემდეგ, რუსეთი, როგორც იქნა დაუახლოვდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივას. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაშია. რუსეთი ის ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. მოსკოვმა უკვე დაასრულა მოსამზადებელი ტექნიკური და იურიდიული სამუშაოები და უკვე მოიპოვა მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან.

მაგრამ რჩება მთავარი დაბრკოლება: ვეტოს საფრთხე საქართველოს მხრიდან, რომელიც რუსეთის მტერია 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ომი საქართველოს ტერიტორიაზე ორი პრორუსული რეგიონის გამო გაჩაღდა. მაშინ რუსეთმა გაიმარჯვა.

მსო-ს წესების თანახმად, ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად მისი 153-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ეს საქართველოს, 4,6 მილიონიანი მოსახლეობისგან შემდგარ სახელმწიფოს, დიდი მეზობლისთვის სამაგიეროს გადახდის იშვიათ შესაძლებლობას აძლევს.

საქართველო მოითხოვს, რომ რუსეთმა ამ ორ რეგიონზე (სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე) კონტროლი დათმოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ ტერიტორიებზე ვაჭრობის მონიტორინგისთვის დაუშვას.

რუსეთი, რომელსაც ამ ორ რეგიონში ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული და რომელიც ახლა მათ საზღვრებს აკონტროლებს, მხოლოდ იმაზე დათანხმდა, რომ გარკვეულ სავაჭრო ინფორმაციას გამოაქვეყნებს. მოლაპარაკებები რუსეთს და საქართველოს შორის შვეიცარელი დიპლომატების შუამავლობით ჟენევაში ახლაც გრძელდება.

კენჭისყრა დანიშნულია 15 დეკემბერს ჟენევაში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ვაჭრობის მინისტრები 2009 წლის დეკმებრის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან სრული შემადგენლობით. სამშაბათს, გუნარ ვიგანდი, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კეტრინ ეშტონთან რუსეთისა და შუა აზიის საკითხებზე ევროკავშირის მთავარ წარმომადგენლად მუშაობს, თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, მან საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირი გზავნილი გადასცა: საქართველო სასწრაფოდ უნდა დათანხმდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

თუკი ეს არ მოხდება, ვიგანდის თქმით, ევროკავშირი მზადაა მსო-ს წესებში გამონაკლისზე იმსჯელოს. საუბარია იმაზე, რომ 15 დეკემბერს გადაწყვეტილება შესაძლოა ხმების უმრაველესობით მიიღონ, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანდეს და საქართველოს სახეს დაკარგავს. აშშ-ს წარმომადგენლები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

მსო-ს წევრები, თეორიულად როგორც ჩანს მხარს დაუჭერენ გამონაკლისის ვარიანტს ანუ კენჭისყრას ხმების უმრავლესობით, და არა ანონიმურ კენჭისყრას.

დღეს ევროკავშირში ოფიციალურ გეეგმებს ადგენენ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მომავალი წლის მარტიდან ივნისის შუალედში გაწევრიანებაზე. ბ-ნმა ვიგანდმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება სურთ, ორგანიზაციაში, რომლის წევრები ტარიფების და სავაჭრო ბარიერების შემცირების პირობას იძლევიან. ეს ხელს შეუწყობს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს რუსეთთან ვაჭრობას ახლავს თან. „ბევრი [სავაჭრო პრობლემა] მსო-ში გაწევრიანებისთანავე მოგვარდება“, – განაცხადა ნიკოლოზ მიზულინმა, კომპანია Mayer Brown LLP-ს (ჩიკაგო) ადვოკატმა სავაჭრო საკითხებში.

ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის ანალიტიკოსის და ახლახანს რუსეთის საგარეო პოლიტიკა ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ავტორის კატინკა ბარიშის თქმით, დასავლეთს რუსეთთან სჭირდება ასევე საგარეოპოლიტიკური კავშირების აღდგენა მათ ურთიერთობებში რთული პერიოდის შემდეგ.

ევროკავშირს და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი პარტნიორული შეთანხმება არსებობს, რომელიც შეიძლება დასრულდეს, ვიდრე რუსეთი მსო-ში არ გაწევრიანდება, გარდა ამისა, ვაშინგტონი ასევე ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარებას. „ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები მკვდარ წერტილში გაიყინა, და ამერიკელები ეძებენ რაღაცას, რაც განამტკიცებდა იმ დამოკიდებულებას, რაც [ ობამა ს ადმინისტრაციის] „გადატვირთვის“ შედეგად გაჩნდა“, – განაცხადა ბარიშმა.

გარდა ამისა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი , ფაქტობრივად შეურაცხყოფილი იყო დასავლეთის თავდაპირველი პოზიციით, კერძოდ იმით, რომ მას არ სურდა საქართველოზე ზეწოლა. „სურთ თუ არა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს რუსეთი მსო-ს წევრი გახდეს?“, – იკითხა მან ოქტომბერში. „ქართული საკითხის უკან დამალვა უაზრობაა“.

ოფიციალურად, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, რაზეც ჩიოდა კიდეც ბ-ნი პუტინი .

„ჩვენ ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერი შუამავლები ვართ“, – განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ამერიკის წარმომადგენელმა რონ კირკმა გასულ კვირაში. საქართველოზე ზეწოლა „ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის“, – აღნიშნა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ქ-ნი ეშტონის პრესმდივანმა მაია კოსიანჩიკმა.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group