| კომპანია ,, ნიუ ენერჯის’’ წარმომადგენლობა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო |
|
27/10/2011 12:08 (208 დღე 10:51 minutes ago) | ||||||||||||
|
დღეს კომპანია ,,ნიუ ენერჯის“ წარმომადგენლობა ავსტრიიდან დაბრუნდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ავსტრია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმში, რომელიც ვენაში სამთავრობოთაშორისო კომისიის ფარგლებში გაიმართა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მიეძღვნა.
ბიზნეს ფორუმზე ნუ ენერჯის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სუპატაშვილი ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო. ავსტრიული მხარის განსაკუთრებული დაინტერესება წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის საკითხმა გამოიწვია.
მსგავსი ტიპის ნაგებობების მშენებლობა ს ნიუ ენერჯი აქტიურად აწარმოებს. ბაკურიანში უკვე ფუნქციონირებს კომპანიის მიერ აშენებული ევროპული სტანდარტების მრავალფუნქციური ნაგებობა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს სუფთა და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

