მოსკოვი – საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ
მიიღეს შვეიცარელი შუამავლების კომპრომისული წინადადება, რაც გზას გაუხსნის
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას დეკემბერში.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეს მოსკოვის გაწევრიანებისკენ მიმართულ 18 წლიან ძალისხმევას დაასრულებს.
მაგრამ საღამოსკენ რუსეთის დელეგაციის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს წინადადებაზე, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის სისტემის შექმნას ვაჭრობაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ხორციელდება. საქართველოს და რუსეთის მოლაპარაკებები სწორედ მონიტორინგის საკითხის გამო ფერხდებოდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი გამოყოფილი ტერიტორიის დამოუკიდებლობა და მანამდე უარს აცხადებდა ამ ტერიტორებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
რუსეთის წარმომადგენლები საქართველოს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის ცდილობდა რუსეთის იძულებას უარი ეთქვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე.
„საქართველოს მოთხოვნები არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, არამედ სხვა საკითხს ეხება“, – განაცხადა სამშაბათს ბიზნესფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე არკადი დვორკოვიჩმა. „ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ და არასდროს დავთანხმდებით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც იმავდროულად მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია, შეთავაზებას უწოდა „უკანასკნელი კომპრომისი, რომელიც არ და ვერ შეიცვლება“. ამ წინადადების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეიქმნას მონაცემთა გაცვლის ელექტრონული ბაზა, ასევე დამკვირვებლები საზღვრის გასწვრივ სამ პუნქტზე უნდა განთავსდეს.
სადაო საკითხებს შორის იყო ისეთი საკითხიც, თუ ვინ უნდა განთავსდეს საზღვრებზე: დამკვირვებლები კერძო კომპანიებიდან თუ ევროკავშირის ან ცალკეული ქვეყნების სახელმწიფო მოხელეები. კაპანაძის თქმით, საქართველომ ეს ბოლო წინადადება ოთხშაბათს საღამოს მიიღო, როდესაც რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ „დათანხმების დრო დადგა“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსული მხარე დათანხმდება“, – აღნიშნა კაპანაძემ. „იმედი მაქვს, მართლა იმედი მაქვს, რომ მათ ეს აწყობთ. შეთანხმებაში გაწერილია ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვდნენ“.
რუსეთი ამ ორგანიზაციის მიღმა დარჩენილი მსოფლიო ს უმსხვილესი ეკონომიკაა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 153 ქვეყანას აერთიანებს და მსოფლიო ბანკის განცხადებით, ორგანიზაციაში გაწევრიანებით რუსეთი შეძლებს მისი მშპ-ს 11%-ით გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ არაკონკურენტუნარიანი დარგები შეიძლება დაზარალდეს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახალ წევრებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი 2000 წელს გახდა, რუსეთის დაბლოკვა შეუძლია. იმის მიუხედავად, რომ ორგანიზაციას ტექნიკურად შეუძლია რუსეთის მიღება ხმათა უმრავლესობით, მსგავსი რამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის http://foreignpress.ge მიერ.
Related Stories