რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველო რუსეთს მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით: ან ჰო თქვი, ან – არა

29/10/2011 13:58 (206 დღე 08:47 minutes ago)

wto-omc.jpg

გუშინ დილას საქართველოს მთავრობა დაეთანხმა შვეიცარულ წინადადებას, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს მთავრობის თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მაგრამ წავლენ კი რუსები შეთანხმებაზე?

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ჩვენ ვუთხარით რუსებს, რომ მივიღეთ ეს წინადადება და ვუთხარით, რომ ეს ჭეშმარიტების წამია” – უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ The Cable-ს ხუთშაბათს სატელეფონო ინტერვიუში შვეიცარიიდან.

მან განაცხადა, რომ ეს პროექტი საქართველოს საბოლოო წინადადებას წარმოადგენს და თუ რუსეთს სურს დათქმულ ვადებში მსო-ში გაწევრიანება, ის უნდა დაეთანხმოს შვეიცარიის მიერ დადგენილ პირობებს.

„სრულიად ცხადია, რომ ტექსტი ვერ შეიცვლება. ჩვენ ამოვწურეთ კრეატიულობა, ამ წინადადებით ორივე მხარისთვის წყდება გადაულახავი საკითხები,” – განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს თანხმობის გარეშე, რუსეთი ვერ შევა მსო-ში, რადგან ახალი წევრს იქ ყოველთვის არსებული წევრების ერთსულოვანი კონსენსუსით იღებენ. მოლაპარაკებები შეფერხდა იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს საქონლის მიმოქცევა რუსეთსა და საქართველოს შორის და იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მონიტორინგთან დაკავშირებული დავები მხარეებს შორის. შეთანხმება არ ეხება ორი სადავო ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსს.

შვეიცარიის ბოლო პროექტი, ის, რომელსაც ქართველები დაეთანხმნენ, ორივე საკითხის კომპრომისული გადაწყვეტაა. პროექტის თანახმად, რუსულ-ქართული საზღვრის მონიტორინგს ჩაატარებს კერძო კომპანია, რომელსაც შეარჩევს შვეიცარია ან ევროკავშირი. რუსეთს თავად უნდოდა კომპანიის შერჩევა, ხოლო ქართველებს სურდათ, რომ მონიტორინგი საერთაშორისო ორგანიზაციას და არა კერძო ფირმას განეხორციელებინა. დღეს საზღვრის კონტროლს მხოლოდ რუსული პერსონა ლი ახორციელებს.

შვეიცარული ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერი დავა საბაჟოების მონიტორინგის გამო საარბიტრაჟოდ მესამე მხარეს უნდა გადაეცეს. რუსებს სურდათ, რომ დავებს გაევლო არასავალდებულო „შერიგების” პროცესი. ქართველებს სურდათ, რომ დავები განეხილა თავად მსო-ს, ორგანიზაციას, რომელსაც ისინი ენდობიან. არბიტრაჟის სქემა ამ პოზიციათა შორის მოძიებული კომპრომისია, განუცხადა The Cable-ს სატელეფონო ინტერვიუში თბილისიდან გიგა ბოკერიამ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.

”მთავარი პრინციპები წარმოდგენილია, ახლა ჯერი რუსებზეა,” ამბობს ბოკერია. ”მათგან არც თანხმობა არსებობს, არც უარი.”

რუსეთის საელჩო კომენტარზე თხოვნას არ გამოეხმაურა. მაქსიმ მედვედკოვმა, რუსეთის დელეგაციის მთავარმა მომლაპარაკებელმა, Bloomberg News-ს დღეს განუცახადა, რომ ”რუსეთს პასუხისათვის რამდენიმე დღე დასჭირდება”.

საქართველომ გადაწყვიტა რუსეთისთვის მსო-ში გაწევრიანების დიდი ხნის ამბიციური სურვილი ჩაეშალა. რუსულ ჯარებს დღესაც აქვთ ოკუპირებული ორი ტერიტორია (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და რუსეთმა ვერ შეასრულა 2008 წლის ომის შემდეგ დადებული საზავო ხელშეკრულება – მან არ გაიყვანა თავის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

მაგრამ საქართველოზე გარე ძალებმა, მაგალითად, ისეთმა, როგორიცაა ევროპის კავშირი, ზეწოლა მოახდინა. ობამა ს ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ არ მოახდენს ზეწოლას საქართველოზე რუსეთის მსო-ში მიღების გამო, თუმცა გასულ კვირას, საქართველოში სახელმწიფო მდივნის, ბილ ბერნსის ვიზიტის დროს, ეს საკითხი განიხილეს.

სემ ჩარაპი, ამერიკული პროგრესის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი, აცხადებს, რომ ხელშეკრულება პოტენციაში იმუშავებს, რადგან სადავო ტერიტორიების პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით არც ერთი მხარის პოზიციას არ ემხრობა და განამტკიცებს სავაჭრო წესებს, რომლებიც გახსნის რუსეთის ბაზრებს ქართული საქონლისათვის.

”ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ერთგავარად, ნეიტრალური სტატუსის მქონე გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ჩარაპი. „საბოლოოდ, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით ყველა მოიგებს, მათ შორის საქართველოც“.

მან ისიც აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე საჯარო განცხადების გაკეთებით, ქართველებმა რუსეთზე ზეწოლა განახორციელეს.

„ეს ნამდვილად მოახდენს ზეწოლის ეფექტს რუსებზე და თუ ისინი არ დაეთანხმნენ ახალ პირობებს, მაშინ სიჯიუტეს გამოამჟღავნებენ”, – ამბობს ჩარაპი.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დემონ უილსონი, რომელმაც ახლახანს გამოსცა რაპორტი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ, ამბობს, რომ რუსებს ადვილად შეეძლოთ გადაეწყვიტათ დავა, მაგრამ თავიდან ისეთი პირობები წამოაყენეს, რომელიც უსამართლო იყო საქართველოსთვის.

„არ იყო საჭირო ამ საკითხის ასეთი პოლიტიზება,” – ამბობს უილსონი. „თუ რუსეთს მართლა უნდოდა მსო-ში შესვლა საქართველოს დამცირების გარეშე, მას ეს შეეძლო წყნარად, დიდი ხნის წინათ გაეკეთებინა”.

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group