ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ივანიშვილი: სამხრეთ ოსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ

ავტორი ჯოშუა კუცერა, Eurasianet.org

03/11/2011 12:13 (201 დღე 10:33 minutes ago)

bidzina-ivanishvili-photo-by-reuters.jpg

საქართველოს მილიარდერმა/პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა მისი პირველი პრესკონფერენცია გამართა და დაწვრილებით განმარტა თავისი შეხედულებები თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რაც მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა, ერთგვარი სპეკულაციის საგანი იყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მან გაიმეორა, თუმცა უფრო მკაცრ ტერმინებში, ის, რაც მანამდე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო. ვებ-გვერდი Civil.ge იუწყება:

„ივანიშვილმა დაიმოწმა რა ტალიავინის ანგარიში, განაცხადა, რომ აგვისტოს ომი რუსეთთან საქართველოს პროვოცირებულია. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების დაბომბვას უპასუხა „ცხინვალის აბსოლუტურად გაუაზრებელი დაბომბვით“.

მან დაიმოწმა ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია და განაცხადა, რომ ორივე დოკუმენტში, როგორც რეზოლუციაში, რომელსაც მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა, ასევე ტალიავინის ანგარიშში ნათქვამია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ის, როგორც ჩანს PACE-ს 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაზე საუბრობდა, დოკუმენტზე, რომელიც მაშინ ქართულ პოლიტიკა ში დებატების თემად იქცა.

მსოფლიო ში, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. [საქართველოს ხელისუფლება] საქართველოს მოსახლობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს; სააკაშვილი ს [ვერსია] ასეთია: ომი დაიწყო რუსეთმა და საქართველომ გაიმარჯვა… ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიმართლისთვის თვალის გასწორება“, – განაცხადა მან.“

ძალიან მაინტერსებს, როგორ მიიღებენ ამას საქართველოში.

თუმცა, თუკი იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს აინტერესებთ, კერძოდ განაგრძობს თუ არა თბილისი მათთან მტკიცე თანამშრომლობას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს არმიის მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში, ნატოს წევრობასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა:

„ავღანეთსა და ერაყში [2003-2008] ჩვენი შეიარაღებული ძალების წვლილით ჩვენ მოვახერხეთ პატარა პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და ასეთ დიდ ალიანსთან [ISAF]. ვფიქრობ, რომ ჩვენი [საქართველოს] პოზიცია ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლოდ ასეთ დიდ ალიანსთან.“

მას დასძინა ასევე, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, უფრო გაიზრდება თუ შემცირდება ქართული არმიის წვლილი ISAF-ში, ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს“.

კითხვაზე აპირებს თუ არა ის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გაგრძელებას, ივანიშვილმა უპასუხა: „ნატოს სტანდარტები მკაფიოდ მოითხოვს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას. სააკაშვილმა მისი ავტორიტარული მიდრეკილებებით მოსპო ეს [დემოკრატიული] ინსტიტუტები საქართველოში და ამით დიდი ხნით გადაწია [საქართველოს] ნატოში გაწევრიანების შანსები.“

ეს ბოლო შენიშვნა შესაძლოა სიმართლეცაა, თუმცა ის არ პასუხობს შეკითხვას, როგორ და საერთოდ გააგრძელებს კი ნატოს წევრობისკენ სწრფავას.

ეს პრესკონფერენცია ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და გაიმართა ივანიშვილის განთქმულ, ფერდობზე წამოჭიმულ $50 მილიონიან სასახლეში, სადაც ფოტოგრაფებმა რამდენიმე ძალიან საინტერესო ფოტოს გადაღების შესაძლებლობა მიეცათ, რომელთა დათვალიერებაც ღირს.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group