ბიძინა ივანიშვილს, რომლის სახელიც დღეს საქართველოში ყველას პირზე აკერია,
რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მისსავე ფუტურისტულ, განმარტოებულ სახლში,
კიდევ ერთი იდუმალი გამოსვლა ჰქონდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
და ისევე, როგორც მისი პირველი გამოსვლები, მიხეილ სააკაშვილი ს ახალი ოპონენტის ეს საათნახევრიანი, არეულ-დარეული პრეს-კონფერენცია, ახლა აკვიატებით განიხილება.
ივანიშვილს ამჯერადაც კონკრეტული ბევრი არაფერი უთქვამს თავისი გეგმების შესახებ. სკანდალურმა პრეს-კონფერენციამ, ალბათ, ყველაზე მეტი ქართული მედიის მდგომარეობაზე გვითხრა, ვიდრე სხვა რამეზე. როგორც ამბობენ, რეპორტიორები რეალურად იბრძოდნენ მიკროფინისა და შეკითხვის დასმის შანსისთვის. რანდევუ, რომელსაც ასე ელოდნენ და რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცა, ისეთ შეჯიბრად გადაიქცა, სადაც ერთმანეთს თითქმის თმებით ათრევდნენ.
პრო-სამთავრობო არხების ჟურნალისტებმა რუსეთთან მისი კავშირების გამო მაგნატის შამფურზე წამოგებისთვის ძალა არ დაიშურეს. სხვებმა კი კოკეტურ პირმოთნეობას მიმართეს. კიდევ ერთმა პინგვინზე და ბეღურებზე არჩია ლაპარაკი, მაგრამ ეს კიდევ ცალკე შემთხვევაა.
მთელ ამ ამბავს ივანიშვილის უკიდურესად ემოციური სპიკერი უძღვებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ირკალი ტრიპოლსკი, რომელიც აღშფოთებით ჟესტიკულირებდა, უღრენდა უყურადღებო ჟურნალისტებს და ივანიშვილის კომენტარების დროს იმეორებდა: “უსმინეთ, უსმინეთ!”
ივანიშვილი ბოლომდე თავშეკავებული იყო – “ნუ ღელავ. ყველაფერი კარგად იქნება”, - უთხრა მან გახელებულ ტრიპოლსკის ერთხელ და ძირითადად ზოგად, დილომატიურ პასუხებს იძლეოდა. მან თავისი გეგმიდან რამდენიმე ახალ დეტალზე ილაპარაკა და პირობა დადო, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს (რადგან, “სააკაშვილს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას”).
მაგრამ ის, თუ როგორ მოახერხებს ივანიშვილი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მოქალაქეობა, პარლამენტში შესვლას და საკუთარი მიზნების განხორციელებას, უცნობი რჩება. ჯერ-ჯერობით აქცენტი, როგორც ჩანს, თანამგრძნობ ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოებაზეა გადატანილი.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიმომხილველი მიესალმა ბიზნესმენის პოლიტიკურ ამბიციებს, როგორც საქართველოს პოლიტიკა ში კონკურენციის გამოჩენის სასურველ შანსს; სხვები, მაგალითად ტაქსის მძღოლები აღმერთებენ მილიარდერს და ელიან, რომ მისი ქონება რამენაირად ჩვეულებრივ ადამიანებამდე მიაღწევს. მეცნიერები და ცნობილი ადამიანები, რომელნიც ივანიშვილის ქველმოქმედებით სარგებლობენ, მისი მოქალაქეობის აღდგენას ითხოვენ. მთავრობა, მას შემდეგ, რაც შავ მაგიაზე მიანიშნა, ისევ რუსეთის ხაფანგზე ლაპარაკობს. ამ დროს კი კომენტატორების ძალიან მცირე ნაწილი, ისინი, ვინც წლებია ადევნებს თვალს, როგორ ხშირად ატარებენ ქართველები ერთ ღამეს პოლიტიკურ მესიებთან, რომელთაც დილით ვეღარ იტანენ, უბრალოდ გვთავაზობენ მოლოდინი გონივრულ ფარგლებში მოვაქციოთ. აბა კი, ელოდეთ!
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის http://foreignpress.ge მიერ.
Related Stories