ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში „არ გაუქმებულა“

ავტორი Radio Free Europe, Radio Liberty

10/11/2011 13:16 (194 დღე 09:34 minutes ago)

ერევანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს არ გაუუქმებია მისი ვიზიტი საქართველოში და ის მალე შედგება, იუწყება „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ვიზიტი არ გაუქმებულა“, – უთხრა ვაშაძემ „რადიო თავისუფლებას“ 7 ნოემბერს ერევანში საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ვაშაძე ამტკიცებს, რომ მხარეებმა უბრალოდ ვერ შეძლეს სარქისიანის ვიზიტისთვის მომზადება. „მე ვერ შევძელი [სომხეთში] ჩამოსვლა, რადგან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვიყავი. ედუარდი [ნალბანდიანი] მე მელოდებოდა. სამწუხაროდ [დღემდე] ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. ახლა აქ ვარ და [საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის] ვიზიტი მზადდება“, – განაცხადა მან.

ვაშაძემ ეს მოსამზადებელი პერიოდი სარქისიანთან 7 ნოემებრს გვიან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. სომხეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვიზიტი მომზადდება ისე, „როგორც ეს შეეფერება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას“.

არც ვაშაძეს და არც სარქისიანის ოფისს ვიზიტის კონრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.

გასულ თვეში ქართულ მედიაში გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ს სპიკერის განცხადება, რომ სარქისიანი თბილისში ნოემბრის დასაწყისში ჩავიდოდა. მაგრამ ოფიციალურმა ერევანმა ეს ინფორმაცია უარყო, განაცხადა რა, რომ სომხეთის ლიდერი იმ პერიოდისთვის არანაირ მოგზაურობა ს არ გეგმავდა.

ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია სპეკულაციების საფუძველი გახდა და ითქვა, რომ ვიზიტი პოლიტიკური მიზეზებს გამო გაუქმდა.

კერძოდ, კომენტატორები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სარქისიანმა უკმაყოფილება გამოთქვა სააკაშვილი ს შენიშვნის გამო, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ჩრდილოეთ სომხეთში ჩამოწოლილ მასშტაბურ მეწყერზე, რომლის გამოც, ოქტომბრის დასაწყისში ხუთი ადამიანი დაიღუპა, უფრო სწრაფი და ეფექტური იქნებოდა. „აი, რას ნიშნავს ეფექტური სამთავრობო სისტემა“, – თქვა მან.

მოგვიანებით, სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა არმენ ერისტიანმა ეჭქვეშ დააყენა იმ განცხადების ნამდვილობა, რომელიც თითქოს სააკაშვილს ეკუთვნოდა.

ბოლოს სარქისიანი და სააკაშვილი ერთმანეთს ერევანში იანვარში შეხვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 7 ნოემბერს თბილისში განაცხადა, რომ ორ ლიდერს „კარგი პირადი ურთიერთობები“ აქვთ.

7 ნოემბერს ერევანში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაც იმყოფებოდა. ის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს შეხვდა, რომელთანაც მოლაპარაკებები გამართა. სომეხი ჩინოვნიკების თქმით, ეს მოლაპარაკებები მიეძღვნა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას თბილისშია დაგეგმილი.

ტიგრან სარქისიანმა ქობალიასთან მოლაპარაკებების დროს ქართულ-სომხური კავშირების განმტკიცებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ სომხეთს და საქართველოს ერთიან ეკონომიკურ სივრცედ მივიჩნევთ“, – უთხრა ტიგრან სარქისიანმა ქობალიას. „ჩვენს შორის არსებულ კომერციულ გადაზიდვებთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლება უნდა მოიხსნას, რადგან ეს ჩვენი ხალხების ინტერესებს უკავშირდება“.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხური მხარე გამოვა წინადადებით, რომ კომისიამ გამართოს მოლაპარაკებები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტების შექმნაზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი 42 მილიონ ევროს (59 მილიონი დოლარი) გამოყობს საქართველო- სომხეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე ობიექტების რეკონსტრუქციისთვის.

გასულ თებერვალში, ერევანში, მოლაპარაკებების შემდეგ, ტიგრან სარქისიანმა და მისმა ქართველმა კოლეგა ნიკა გილაურმა ერთობლივ სასაზღვრო მენეჯმენტთან დაკავშირებული გეგმების შესახებ განაცხადეს.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group