რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

The Economist: გამოწვევა მიშას

ავტორი The Economist

02/12/2011 11:40 (172 დღე 11:26 minutes ago)

პლუტოკრატი, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი ს დასამარცხებლად.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, რომელმაც ბოლო ოცი წლის განამავლობაში სამოქალაქო ომი, რევოლუცია და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიც კი გამოიარა, ნორმალურ ადგილს ემსგავსებოდა და მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა,  ქვეყნის ყველაზე მდიდარი და იდუმალებით მოცული ადამიანი ხმაურით გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე.

ბიძინა ივანიშვილი, რომლის 5.5 მილიარდ დოლარიანი ქონება საქართველოს ერთ წლის ბიუჯეტსაც შეავსებდა და კიდევ ხურდაც დარჩებოდა, აცხადებს, რომ დადგა დრო მიხეილ სააკაშვილი ს “ავტორიტარულ” მმართველობას ბოლო მოეღოს. მოქმედი პრეზიდენტის მეორე და საბოლოო ვადა 2013 წელს იწურება.

ქართულ სოფელში დაბადებულმა ივანიშვილმა ქონება რუსეთეში დააგროვა, კაპიტალი საბანკო, სასტუმრო და სამთო ბიზნესი თ დააგროვა. 2003 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.

სამშობლოში ის  ფარულ ქველმოქმედებას ეწეოდა. მსახიობებს ხელფასებს უხდიდა, ეკლესიებს და მუზეუმებს რესტავრაციას უკეთებდა. მან ქვეყნის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. მთის მწვერვალზე წამოჭიმულ მის ციხე-სიმაგრეს, რომელსაც არც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი აკლია და პატარა ჩანჩქერიც კი აქვს, პირადი დაცვის მცირე არმია იცავს ისე, თითქოს ის ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმის პერსონა ჟია.

ივანიშნილს საქართველოში ისეთი დემოკრატიის დამკვიდრება უნდა, რომელიც ” მსოფლიო ს გააოცებს”,  მაგრამ მისი მოტივები ბუნდოვანია: მიილტვის ის ძალაუფლებისკენ? იქნებ კრემლის შიში (ან იქნებ მხარდაჭერა) ამოძრავებს? თუ მას მართლაც კარგი უნდა სამშობლოსათვის? ”შვილი დამემუქრა, შენ თუ არ მოხვალ პოლიტიკა ში მე მოვალო” მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ოპოზიცია ”შეისწავლა” მის ”უუნარობაში” დარწმუნდა. თუმცა ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან დახმარებასაც ელოდა, მათ შორის ირაკლი ალასანიასგან, საქართველოს ყოფილი ელჩისგან გაეროში.

ივანიშვილი საქართველოზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს სარისკო კაპიტალდაბანდება იყოს, რომელსაც ერთი-ორი წლით სათავეში ჩაუდგება,  დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ პრესას დაამკვიდრებს და კარგ მენეჯერებს დაასაქმებს. ”ამ საქმეს ისე უყურებს, როგორც კონკურენტი კომპანიის დაუფლებას” ამბობს, ბიზნესმენი და რეფორმატორი კახა ბენდუქიძე. ივანიშვილის მთავარი მიზანი მსოფლიო ში სააკაშვილი ს რეპუტაციის შელახვაა. ”რეალურად ის არავის მოსწონს არც ევროპაში და არც ამერიკაში. აი ნახავთ, დასავლეთიდან მხარდაჭერა ორ-სამ თვეში აღარ ექნება.”

ივანიშვილი გმობს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას  სეპარატისტული (და როგორც ამ ბოლო დროს  არჩევნებმა გვაჩვენა  კვლავაც პრობლემური) რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო, მაგრამ ომის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრზე, ვლადიმერ პუტინზე ლაპარაკისას ივანიშვილი ფრთხილობს. იგი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად უფრო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა და მეზობლის დამოძღვრის უფლება არ აქვს. დასავლეთთან დაკავშირებით კი ამბობს – ”არავის არ უნდა რუსეთი საქართველოს გამო გადაიკიდოს”.

სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი. საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია ვის ეკუთვნის მედია საშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, ”ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს”. დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკა ს მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს.

ივანიშვილი აცხადებს რომ მომავლ წელს, არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით ”ნამდვილად” მოვა. მას პრემიერ-მინისტრობაზე უჭირავს თვალი, თუმცა მისი პოპულარობა რეიტინგის მიხედვით მხოლოდ 17%-ს აღწევს, სააკაშვილი ს პარტიას კი 42% აქვს. თავად სააკაშვილი ს საქმიანობის რეიტინგი კი კიდევ უფრო მაღალია. მთავრობა დარწმუნებულია იმაში, რომ ივანიშვილი ხმების უმრავლესობას ვერ წაართმევს, მაგრამ შიშობს, რომ არჩევნების შედეგებზე ქუჩაში ატეხავს დავას. ივანიშვილი მტკიცედ იმეორებს, რომ რევოლუციის  სურვილი არ აქვს, მაგრამ აზრის შეცვლა ახასიათებს. სულ ცოტა ხნის წინ ის პარლამენტში სააკაშვილი ს იმპიჩმენტს ითხოვდა. ახლა კი ამბობს ”პრინციპში არა მგონია იმპიჩმენტი მოვინდომო”. იშვიათად ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უნდა რიგით ქართველს.

ივანიშვილის მთავარი მიმზიდველობა სიმდიდრეშია. არის იმის საფრთხე, რომ საქართველო მასში ახალ მხსნელს დაინახავს. ინტელიგენციის და გავლენის მქონე ქართული ეკლესიის მხრიდან მას მხარდაჭერა აქვს. ყველაზე დიდ რისკს მისი გამოწვევა კი არ წარმოადგენს არამედ ის, პასუხი, რომლის პროვოცირებაც შეიძლება მან მოახდინოს. საქართველოს მთავრობამ საბაბი გამონახა და ივანიშვილს (და მის მეუღლეს) მოქალაქეობა ჩამოართვა. მისი ბანკიდან კი მილიონობით დოლარის კონფისკაცია განხორციელდა. ყველაფერს ამას დევნის და პანიკის ელფერი აქვს. საკითხავი ისაა, რა მოხდება მას შემდეგ რაც სააკაშვილი ს ვადა ამოიწურება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას საპარლამენტოთი ცვლის იმის ნიშანია, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა პრემიერ-მინისტრის პოსტის მეშვეობით უნდა.

სააკაშვილი ს საქციელი ჯერ არ მიუნიშნებს იმაზე, რომ რუსეთის და პუტინი ს მაგალითის გამეორებას აპირებს, რადგან მან იცის, რომ ეს მის რეპუტაციას და მემკვიდრეობას გაანადგურებს. ”მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება საქართველო მისი მმართველობის შემდეგ, ვიდრე ის, თუ პირადად თვითონ რას გააკეთებს”, ამბობს გიგა ბოკერია, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხობის საკითხებში. მაგრამ სააკაშვილი ს მემკვიდრეობა მისი კურსის და გუნდის დარჩენაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ამისათვის ივანიშვილის გაჩერებაა საჭირო. მომავალი ორი წელი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს მოსაწყენი.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group