ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველო: ლობისტები და სხვა PR ცხოველები

ავტორი გიორგი ლომსაძე, Eurasianet.org

08/12/2011 12:58 (166 დღე 10:13 minutes ago)

საქართველოს თავისი საუკეთესო, კაშკაშა დღეები უდგას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს თავისი საუკეთესო, კაშკაშა დღეები უდგას. ექსცენტრულ მილიარდერს სურს ქვეყანა თავგადასავლების მოყვარულ პრეზიდენტს ჩამოაცილოს;  მეხის გავარდნასავით გაისმა ცნობა იმის შესახებ,  რომ ახალი  ქალაქის აშენება იგეგმება და ამ ქალაქში 500,000 ადამიანი იცხოვრებს; ტელევიზიის მმართველმა ტელევიზიის ტერიტორიაზე კატაპულტირება მოახდინა და არხი ეთერიდან თითმის გამორთო; ამ დროს კი პარლამენტარები ფიზიკურ ქმედებებზე გადავიდნენ იმ პროექტის განხილვისას, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი 40 ადგილით უნდა გაიზარდოს. 

 

ყველა ეს დრამა – დიდი, თუ პატარა, ისეთ გამაოგნებელ სანახაობებს გვთავაზობს, რომელთაც მოსაწყენს ვერაფრით უწოდებ, დაასკვნა ერთმა უცხოელმა რეპორტიორმა.

ბრძოლა მაგნატ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს შორის, მაინც სეზონის მთავარი ამბავია. თქვენს ყურადღებას ამ უკანასკნელზე შევაჩერებ. მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ საკმარისი არ არის  ნაწილი ქართველებისთვის  ტაქსის მძღოლების კერპი იყოს, ხოლო მეორე ნაწილისთვის – პოლიტიკური ბალანსის სასურველი აგენტი. ამიტომ მან ვაშინგტონელი ლობისტები დაიქირავა.

ორგანიზაცია BGR Government Affairs-ს ივანიშვილს იმაში დაეხმარება, რომ აშშ-ს პოლიტიკური და მედიაწრეების კეთილგანწყობისთვის სააკაშვილს კონკურენცია გაუწიოს.  გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ს ადმინისტრაციას კავშირები ჰქონდა აშშ-ს წარსულ (ბუში და მეგობრები) და აქვს ამჟამინდელ მთავრობაში, მათ მხარეს კიდევ ორი ლობისტური ჯგუფია – Podesta Group-ი და Orion Strategies.

სავარაუდოდ BGR Government Affairs-ის დაქირავების იდეა ივანიშვილს მისმა ახალმა პოლიტიკურმა მოკავშირემ, ირაკლი ალასანიამ მიაწოდა. ალასანია საქართველოს ყოფილი ელჩია გაეროში, ახლა ოპოზიციის ლიდერია და მასაც აქვს ამ  PR ფირმასთან მუშაობის  გამოცდილება.

ამერიკელი სამთავრობო და მედიაჩინოვნიკების ნებისმიერი მხარდაჭერა, ძალიან ბევრს ნიშნავს პროდასავლურ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა მილიარდერს პრო-რუსს უწოდებს და ამის მტკიცებულებად მისი რუსული ბიზნესები და გაზპრომში მისი წილი მოჰყავს.

როგორც ჩანს, ამ აზრს  ძალიან თვითდაჯერებული ზებრაც  იზიარებს.

დიახ, თქვენ სწორედ ამოიკითხეთ – ზებრა.  ორმა მხარემ ერთმანეთს PR დაშნები მოუქნია და ინტერნეტში გამოჩნდა კიდეც პატარა ანიმაციური ვიდეო, სადაც ცნობისწადილიანი ჟირაფი და ყოვლისმცოდნე ზებრა ივანიშვილის გახმაურებული ზოოპარკის ბინადრებს განასახიერებენ და რუსულ-ინგლისურ ენებზე მოუთხრობენ ყველას იმის შესახებ, თუ  სავარაუდოდ რა მიზნები ამოძრავებს მილიარდერს.

ვიდეოს ავტორი უცნობია, მაგრამ დრო და დრო ჟირაფისა და ზებრას მიერ დაშვებული შეცდომები ინგლისურში, იმის ვარაუდს აჩენს, რომ სცენარისტისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ უნდა იყოს.  ჟირაფის  მსგავსი შეცბუნება ივანიშვილთან დაკავშირებით, შესაძლოა ბევრს აქვს, მაგრამ ზებრასეული შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ბიზნესმენი რუსეთში ”კაპიტალის დიდი ნაწილის” დაკარგვის შიშით, იძულებული გახდა უარი ეთქვა ”თავის ამაღელვებელ და უდარდელ ცხოვრებაზე” და შემოსულიყო  ქართულ ” პოლიტიკა ში”, აშკარად პრო სააკაშვილი სეულ პოზიციას აღწერს.

უპასუხებს კი ივანიშვილის გუნდი ასეთივე ანიმაციური ვიდეოთი, რომელშიც განმარტავს  საკუთარ თვალთახედვას იმაზე, თუ რა ხდება ”ქართულ პოლიტიკა ში”?  ყუდარღებით ვიყოთ!!!  შესაძლოა, წინ ანიმაციური ფილმების ფესტივალი გველის!

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group