მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს „ჯორჯ ვაშინგტონივით მოიქცეს“

ავტორი ბენ ბირნბაუმი, The Washington Times

15/12/2011 13:31 (159 დღე 09:47 minutes ago)

mikheil-saakashvili_7.jpg

საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს „ჯორჯ ვაშინგტონივით მოიქცეს“ და მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მომავალ ოქტომბერშის, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები ერთი წლის თავზე ჩატარდება. ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება რუსეთის და ვლადიმერ პუტინი ს მაგალითს მიბაძოს – პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ახალმა შესწორებამ კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება პრეზიდენტისას აღემატება, სპეკულაცია წამოჭრა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს პრემიერის პოსტზეც თვალი უჭირავს.

„ჩემი აზრით, საქართველოსთვის არამომგებიანი იქნება თუკი ის ( სააკაშვილი ) ხელისუფლებაში დარჩება“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში.

„ჩემი აზრით, მან გათვალა და ეს ცვლილება ძალაში 2013 წელს იმიტომ შევა, რომ მას არჩევანი ჰქონდეს. თუმცა, მე მწამს, რომ მისი პოლიტიკური კარიერისთვისაც და საქართველოსთვისაც აჯობებს თუ სააკაშვილი ჯორჯ ვაშნგტონივით მოიქცევა, მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის საშუალებას მისცემს.“

ვაშინგტონი პოლიტიკიდან 1797 წელს, მეორე ვადის დასრულების შემდეგ წავიდა.

სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ლიმიტით საკუთარი თავის შეზღუდვაზე უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ ეს შეზღუდვა მის პოზიციას პოლიტიკა ში, ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე, დაასუსტებდა.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის პოლიტიკა ს მართავს. პარლამენტის 150 წევრიდან 119 ამ პარტიას ეკუთვნის. ალასანია მათ „მორჩილ პარლამენტარებს“ უწოდებს.

2008 წელს, როდესაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო რუსეთთან ომი ჰქონდა, 37 წლის ალასანია, საქართველოს ელჩი იყო გაეროში.

„ჩემი აზრით ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“ განაცხადა მან, აჯანყებულ რეგიონებთან სერიოზული მოლაპარაკების თემაზე მსჯელობისას.

„თუ აფხაზეთთან და ოსეთთან იმაზე მოლაპარაკება გვინდა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ საერთო საზღვრებში, დიალოგზე უნდა წავიდეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ „აუცილებლად უნდა გააგებინოს მათ, რომ რუსეთის ალტერნატივა არსებობს.“ რუსეთს ამჟამად ამ პროვინციებში ათასობით „მშვიდობისმყოფელი“ ჰყავს.

საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადგილობრივ ლიდერებთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და მათ რუსეთის მარიონეტები უწოდა, რომლებიც ხელისუფლებაში უკანონო არჩევნების გზით მოვიდნენ და რომლებმაც ასი ათასობით ქართველი გამაძევეს და რეგიონში ეთნიკური წმენდა ჩაატარეს.

„რადგან იძულებით გადაადგილებული ქართველები ელექტორატში არ შედიოდნენ, ამ ლიდერებს ლეგიტიმურებს ვერ ვუწოდებთ. ასე რომ ყველა, ვინც ამბობს, რომ ეგრედწოდებულ დეფაქტო მთავრობას ლეგიტიმურობა უნდა მივანიჭოთ, ცდება“, – განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ, საქართველოს მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში. სწორედ ეს სამინისტრო მართავს საქმეებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან.

„ალასანიას მიერ გაკეთებულ ამ ანალიზს რეალური ფაქტების გადამოწმება არ აწყენდა, რადგან რეალობა ის არის, რომ რუსეთი ზედმიწევნით აკონტროლებს ყველაფერს, რაც იქ ხდება. ასე რომ, ვერც აფხაზი და ვერც ოსი (ოფიციალური პირები) ვერასდროს მიიღებენ გადაწყვეტილებას რუსეთის მითითებების გარეშე.“

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group