„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ყაზახეთი: „სისხლი ნავთზე იაფია.“

22/12/2011 11:04 (152 დღე 12:19 minutes ago)

წლების მანძილზე ყაზახეთს სტაბილური და მეგობრული ქვეყნის იმიჯი ქონდა, რასაც ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლებმა და მღელვარებამ საგრძნობი დარტყმა მიაყენა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამერიკის ხმის “ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვიდან არკვევდა.

ყაზახეთის ხელისუფლება გუშინ დემონსტრაციის მონაწილეებს ათასობით მშრომელისთვის სამუშაო ადგილებს დაპირდა. გასულ კვირას დასავლეთ ყაზახეთის ორ ქალაქში შვიდთვიანი გაფიცვა ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა,  რაც პოლიციამ დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა და 110 დაიჭრა, დაიწვა 46 შენობა. აინურ ყურმანოვი ყაზახეთში მშრომელთა გაერთიანების ლიდერი მოსკოვს ეწვია. მან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. მისი თქმით რეალურად დაღუპულია 70 და დაჭრილია 700-800 ადამიანი.

გუშინვე ქალაქ ჟანაოზენთან კავშირი აღდგა. მენავთობეთა მღელვარებამ ყველაზე მეტად სწორედ ეს ქალაქი დააზარალა. დემონსტრანტებმა ბანკომატებიც კი გაძარცვეს. ასევე გადაწვეს ქალაქის მერიის ოფისი, სასტუმრო  და ყაზახურ-ჩინური კომპანია, რომელმაც მაისის თვეში ისინი ბევრი ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. ყაზახეთი მსოფლიო ში ნავთობის წარმოებით მე-18 ადგილზე დგას და ის ჩინეთისთვის ერთერთ მსხვილ მიმწოდებელს წარმოადგენს.

მღელვარებამ და ძალადობამ ყაზახეთის, როგორც ინვესტორები სთვის უსაფრთხო და მშვიდი ქვეყნის იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა. ყაზახეთის პრეზიდენტის  მრჩეველი იერმუჰამედ ერტისბაევმა ძალადობაში მეზობელი თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან ჩასული მენავთობეები დაადანაშაულა. მისი თქმით, ყაზახები მშვიდი ხალხია და ყაზახეთში არაბული რევოლუციის გამეორება წარმოუდგენელია.

ბულატ აბილოვი ყაზახეთის ოპოზიცური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია. ის „ამერიკის ხმას“ ყაზახეთის ფინანსური დედაქალაქიდან ალმაატადან ესაუბრა

„დასავლეთ ყაზახეთში ნავთობიდან მიღებული სიმდიდრე  ქვეყნის საჩვენებელ დედაქალქში - ასტანაში მოდერნისტული შენობების და სასახლეების აშენებას ხმარდება. იმ დროს როდესაც დასავლეთ ყაზახეთში საბჭოთა პერიოდის სიღარიბეა, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ბიუროკრატია სულ უფრო და უფრო მდიდრდება,“- განაცხადა აბილოვმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი კომპანიები ყაზახეთში პრეზიდენტ ნაზარბაევის 20 წლიანი მმართველობის ქვეშ თავს მშვიდად გრძნობენ. გუშინ ქალაქ აქტაუში, გაუსაძლისი სიცივის მიუხედავად, კვლავ გაიმართა დემონსტრაცია. აქციაზე  გამოტანილ პლაკატებზე ეწერა: „არ ესროლოთ ხალხს“ და „სისხლი ნავთზე იაფია.“

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group