ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ივანიშვილი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ აყალიბებს

ავტორი ვლადიმერ სოკორი, The Jamestown Foundation

22/12/2011 13:08 (152 დღე 10:15 minutes ago)

bidzina-ivanishvili-photo-by-reuters.jpg

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, 11 დეკემბერს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია გამართა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ადგილი და ფორმა ისე იყო შერჩეული, რომ მის მთავარ ამომრჩეველს, თბილისის ინტელიგენციას მორგებოდა. ამ ჯგუფმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა დაკარგა და პროფესიონალურად გადარჩენა ივანიშვილის დაფინანსების საშუალებით მოახერხა. (ამ დახმარებას „ხელფასებს“ უწოდებენ). ივანიშვილის ამომრჩეველთა მეორე, ძირითადი ნაწილი, მის მშობლიურ საჩხერის რაიონშია, (დასავლეთ საქართველო, იმერეთის პროვინცია) სადაც იგი გულუხვად ეხმარებოდა როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე ოჯახებს.

ამ ორ ძირითად ჯგუფზე დაყრდნობით, ივანიშვილს უნდა თავისი ქონება,  5.5 მილიარდი დოლარი (ამ თანხის უმეტესობა რუსეთშია) მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად და 2012, წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსასვლელ ბერკეტად გამოიყენოს. მან კარჩაკეტილ ცხოვრებაზე უარის თქმა და პოლიტიკა ში მოსვლა სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაწყვიტა. (EDM 14, 19 ოქტომბერი – 7, 8, ნოემბერი)

კანონის მიხედვით, ივანიშვილმა საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების ან დაფინანსების უფლება დაკარგა. ოქტომბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. (ის რუსეთის მოქალაქეა და ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პასპორტიც აიღო, ეს კი კანონს ეწინააღმდეგება). ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ახლა „ქართული ოცნება“ „სახალხო მოძრაობის“ სახით ჩამოყალიბდა, იმ მიზნით, რომ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას და მომავალ წელს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

პრეზენტაციაზე  სიტყვის წარმოთქმისას, ივანიშვილმა თავი შეიკავა რაიმე პროგრამის ან კონკრეტული პოლიტიკური წინადადებების წარდგენისგან.  მისი პრეტენზია ძალაუფლებაზე, ჯერჯერობით მხოლოდ მთავრობის კრიტიკას ეფუძნება. (Civil Georgia, RFE/RL, 12 დეკემბერი).

ივანიშვილისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საკვანძო შეფასებები საქართველოს შესახებ ერთამენთისგან განსხვავდება. ის მთავრობას „ნომენკლატურული კაპიტალიზმის“ ჩამოყალიბებასა და „ ბიზნესი ს ხელისუფლებასთან სრულ ინტეგრაციაში“ ადანაშაულებს, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე ღია და არარეგულირებადია. ივანიშვილის თანახმად, მთავრობა „მთავარი ხელისშემშლელი ძალაა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.“ თუმცა, საქართველო საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ივანიშვილმა მთავრობა „26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევაში“ დაადანაშაულა, რაც სავსებით ეწინააღმდეგება აშშ-ს და ევროკავშირის ელეჩების მიერ ამ შემთხვევის შეფასებას. (EDM 27, 28 მაისი)

ივანიშვილი საკუთარ თავს აგნოსტიკოსს უწოდებს, თუმცა სიტყვის წარმოთქმისას გამოჩნდა, რომ იგი მზადაა თავის პოლიტიკურ კამპანიაში რელიგიაც ჩართოს. მან მთავრობა „კონფესიებსა და ეროვნებებს შორის კონფრონტაციის გაღვივებაში“ დაადანაშაულა, რომელიც „რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა“. ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირევით, რომ მთავრობა „მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს“. ივანიშვილს ამ მგზნებარე შენიშვნების დასტურად ფაქტები არ მოუყვანია. როგორც სჩანს, მას საქართველოს ეკლესიის ტრადიციონალისტი წრეების უკმაყოფილების იმედი აქვს, რადგან ცოტა ხნის წინ მთავრობამ საქართველოში სომხურ ეკლესიას ლეგალური სტატუსი მიანიჭა და ზოგადად, ეკლესია არ მიესალმება ქვეყნის სწრაფ სოციალურ მოდერნიზაციას. თავად ივანიშვილი ხელგაშილ შემოწირულობებს აკეთებს ეკლესიისთვის და პარტიარქი ილია მეორე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენისკენ მოუწოდებს.

ძველ გამოსვლებთან შედარებით, აშკარაა რომ ამჯერად ივანიშვილმა  საქართველოში არსებული საზოგადოებრივი აზრი უფრო ზედმიწევნით გაითვალისწინა. სიტყვის წაროთქმისას, სავალდებულო მინიმუმი დაუთმო ძალიან პოპულალურ თემას -„ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის“ (თუმცა,დამსწრე უცხოელმა ჟურნალისტებს არ გაუგნიათ, რომ მას ნატო ეხსენებინა) ასევე თავი შეიკავა იმისაგან, რომ საქართველო (ანუ „ სააკაშვილი “) 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის გაჩაღებაში დაედანაშაულებინა და პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მისამართით არც მწარე კრიტიკა არ გამოუთქვამს. როგორც ჩანს, ივანიშვილი მიხვდა, რომ პირადი თავდასხმები, პოპულალური პრეზიდენტის მისამართით, შეიძლება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბუმერანგივით მოუბრუნდეს. თბილისის მებრძოლი ოპოზიციური პარტიები ამას ვერ ხვდებოდნენ და ამიტომაც ახლა ივანიშვილის წყალობას მოკლებულები არიან. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ 2008-2010 წლებში ის ამ ჯგუფების ნაწილს აფინანსებდა, მაგრამ ახლა უფრო რაციონალურ მოკავშირეებს ეძებს.

ივანიშვილმა თავის სიტყვაში დაადასტურა, რომ მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეგიონალურ სტრუქტურებს შექმნას აპირებს, რათა „საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია“ მოხერხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული ოპოზიციური გუნდები და მათი მხარდამჭერები ივანიშვილის მოძრაობის ნაწილი გახდება. ეს კი ძალების კონცენტრაციას და პოლარიზებაზს მოახდენს. ივანიშვილი  ერთი ბანაკის ლიდერი იქნება ამ ორბანაკიან პოლიტიკურ ბრძოლაში. თუმცა, ჯერჯერობით ივანიშვილი ოპოზოციასთან კოალიციის ჩამოყალიბებას არ გეგმავს, ეს უფრო გაერთიანებული ორგანიზაცია იქნება.

ამჟამად ივანიშვილის მოკავშირეებში მხოლოდ ორი პატარა ჯგუფი შედის :ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია (რომელსაც ძმები ბერძენიშვილები და ცოლ-ქმარი უსუფაშვილი-ხიდაშელი უძღვებიან.) ორივე პარტია ივანიშვილის დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელსაც ივანიშვილი აფინანსებს, ცოტა ხნის წინ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ალასანიას პარტიას ახლა მხოლოდ 1.5 პროცენტი მხადამჭერა აქვს, ხოლო რესპუბლიკელების პარტიას 1 პროცენტზე ნაკლები. ალასანია და უსუფაშვილი ივანიშვილის „ქართული ოცნების“ საპრეზენტაციო შეკრებაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ სიტყვით არ გამოსულან. (Civil Georgia, 8, 12 დეკემბერი).

საქართველოს პარლამენტმა, ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ახალი კანონმდებლობა მიიღო. კანომდებლობის მიხდევით, საპარლამეტო და არასაპარლამენტო პარტიებს სხვადასხვანაირი დაფინანსება ეკუთვნით. პარლამენტის ლიდერებმა და უმრავლესობამ, საქართველოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს კანონმდებლობა დასავლეთის რჩევითა და წახალისებით დაამტკიცეს. თუმცა, ივანიშვილს ახლა ამ პროცესის ჩაშლის საშუალება აქვს. ერთის მხრივ, არჩეულ პოლიტიკურ პარტიებს ახლა შეუძლიათ მას მოსთხოვონ დაფინანასება, რომელმაც შეიძლება იოლად გადააჭარბოს სახელწიფო დაფინანსებას, და მეორეს მხრივ, ოპოზიციურად ბევრი განწყობილი ამომრჩეველი ახლა ოპოზიციური პარტიების (ან ისეთი კვაზი-ნეიტრალურების, როგორებიც ქრისტიან-დემოკრატები არიან) ნაცვლად სავარაუდოდ  ივანიშვილის „ოცნებას“დაუჭერს მხარს, რაც  ამ ეტაპზე პარტიების სახელწიფო დაფინანსებას  არარელევანტურად აქცევს.

„ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური ვერსია, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს არსებობას პოლიტიკური პარტიის სახით, არსებითად კომერციული ორგანიზაციაა. ის მალე შეიძლება იქცეს ოპოზიციის პრივატიზების ინსტრუმენტად. ივანიშვილის ქონება საქართველოს წლიური მშპ-ს ნახევარს უდრის, ამიტომ,  ამ პატარა ქვეყანაში თითქმის ყველგან მხარდაჭერის ყიდვის მისეული მცდელობა, ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს ქვეყნის მიტაცებას ამსგავსებს,  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ვერ არ ახერხებს ამ მომენტის კონცეპტუალიზაციას შესაბამის ტერმინებში.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group