ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ქართველი ბიზნესმენი მოქალაქეობის დასაბრუნებლად აღძრულ საქმეს აგებს

ავტორი Chicago Tribune

28/12/2011 16:26 (146 დღე 06:58 minutes ago)

თბილისი – სამაშაბათს გამართულ სხდომაზე, საქართველოს სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილი ს განკარგულებას მისი მილიარდერი ოპონენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამან ხელი შეუშალა ბიზნესმენის იმ გეგმას, რომლის თანახმადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის მმართველ პარტიას მეტოქეობას გაუწევდა.

ბიძინა ივანიშვილი, ერთ დროს კარჩაკეტილი ბიზნესმენი იყო. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის მონაცემების მიხედვით 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა და ოქტომბერში პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

სააკაშვილი ს პროდასავლურმა მთავრობამ ივანიშვილი კრემლის აგენტობაში დაადანაშაულა, კრემლისა, რომელმაც 2008 წლის ომის დროს საქართველო დაამცირა.

ივანიშვილმა ეს ბრალდება უარჰყო, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა უნდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გამოსცა განაკარგულება ივანიშვილის საქართველოს მოქალაეობის „ავტომატურად გაუმების“ შესახებ, რადგან ბიზნესმენმა საფრანგეთის პასპორტი მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მას ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალა.

თბილისი საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ მხარი დაუჭირა სააკაშვილი ს განკარგულებას ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, განაცხადა პრეს-სპიკერმა. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

თავდაპირველად, მილიარდერს საქართველოს პასპორტი 2004 წელს, მისი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილი ს მიერ ხელმოწერილი პრეზიდენტის განკარგულების თანახმად მიეცა.

ბიზნესმენს ასევე რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, მაგრამ მასზე უარი განაცხდა. საქართველო მრავალი ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას არ იძლევა.

საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში ივანიშვილის ბანკის შემოწმება დაიწყო. პოლიციამ მილიონობით დოლარი ამოიღო ბანკის ხაზინიდან ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე.

სამაშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც ივანიშვილის ცოლის მოქალაქეობა ჩამოერთვა, არაკანონიერი იყო.

Reuters

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group