საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ქართველებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს და სესხს ეძებენ, შეუძლიათ ძალები „რეალითი” გადაცემაში მოსინჯონ

ავტორი ჯო პარკინსონი, The Wall Street Journal

28/12/2011 17:23 (146 დღე 06:03 minutes ago)

ყოველკვირეულ შოუში, ექს-საბჭოთა საქართველოში ჟიურის წევრები ბანკირები და მერი არიან, ისინი ”ვარდისფერი ტაქსის” პროექტს მიესალმებიან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თბილისი, საქართველო – გლობალური რეცესიის კლანჭებში ჩავარდნილი მთავრობები მთელ მსოფლიო ში სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინოვაციური პოლიტიკის მოძიებას მთელი ძალით ცდილობენ. პოსტ-საბჭოთა საქართველოში მთავრობამ, როგორც ჩანს, გამონახა ასეთი პოლიტიკა , ეს რეალითი შოუა.

ყოველ კვირას ქართველები იკრიბებიან და ”დასაქმდი და დაასაქმეს” უყურებენ, სანახაობას, რომელიც ”ამერიკული კერპის” მიერაა შთაგონებული და ”შეგირდსაც” მოგვაგონებს. ამ გადაცემაში უმუშევარი მოქალაქეები და მაგნატობის მოსურნე ადამიანები ჟიურის წევრებს ბიზნესგეგმას წარუდგენენ.

მაგრამ ოთხი წევრისგან შემდგარ ჟიურის არც ქართველი საიმონ ქოუელი უდგას სათავეში და არც დონალდ ტრამპი.

აქ კონკურსანტებს ხვდებიან: ვლადიმერ გურგენიძე, ლიბერთი ბანკი ს ხელმძღვანელი, რომელიც 2008 წლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო; ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ძმა, საქართველოს ბანკი ს დირექტორი, ირაკლი გილაური ; კიდევ ერთი ბანკირი და დედაქალაქის მერი, გიორგი (გიგი) უგულავა, რომელიც, როგორც ამას ბევრი ელის 2013 წელს, როდესაც მისი პოლიტიკური მენტორი, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან წავა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

შოუ ფრაიმთაიმში გადაიცემა და ქართულ ტელესივრცეში მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

ბოლოდროინდელ ეპიზოდში ადამიანი, რომელიც სანიტარულ კონტროლს ახორციელებს და რომელსაც ”გამანადგურებელს” ეძახიან, ითხოვდა ფულს იმისთვის, რომ საკუთარი ფურგონი ტარაკანების კანით მოეხატა. კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელებთან ჰქონდა კონტაქტი, მფრინავი თეფშის ფორმის სასტუმროს ასაშენებლად ითხოვდა ფულს.

შოუ პირველად ნოემბერში გავიდა ეთერში და გადაცემაში მალევე გამოჩნდა სემინარისტი, რომელსაც ორი უნიფორმიანი მძღოლი ქალი ახლდა. ისინი ”ვარდისფერი ტაქსის” სამსახურის დაფუძნებას გეგმავდნენ. ეს ტაქსები ქალებს უნდა ემართა და ისინი მხოლოდ ქალებს მოემსახურებოდნენ. კონკურსანტის არც ერთ კომპანიონს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გვითხრეს შოუს პროდიუსერებმა, მაგრამ ჟიურისთვის ამას ხელი არ შეუშლია. საქართველოს ბანკმა კონკურსანტს დასაწყისისთვის თავისი სამანქანო პარკის დახმარება შესთავაზა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ გადაცემა ”დასაქმდი და დაასაქმე” სინამდვილეში სახელისუფლებო წამოწყებაა, რომელიც სააკაშვილი ს პრო-დასავლურ, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულ რეჟიმს პოლიტიკური აქილევსის ქუსლის დაძლევაში უნდა დაეხმაროს: ეს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა საქართველოში სექტემბერში 15,5 პროცენტს შეადგენდა.

გადაცემას თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა აქვს. ფინანსებს 1.1 მილიონ ლარს, ანუ 660,000 დოლარს ბანკები იხდიან, მაგრამ ამ თანხების გარანტორი ქალაქის მთავრობაა. თუ ჟიურის განაცხადი მოსწონს, ის მონაწილეს ექვსპროცენტიან ბიზნესსესხს სთავაზობს, რაც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სტანდარტული საპორცენტო განაკვეთი, რომელიც დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. ამ სესხით კონკურსანტებმა საკუთარი იდეები უნდა განავითარონ და უმუშევრობას შეერკინონ.

გარდა დაბალპროცენტიანი სესხისა ჟიურიმ მონაწილეს შეიძლება საჯარო სამსახური, ადგილი მთავრობის ბიზნესგანათლების პროგრამებში , ან საიჯარო გადასახადისგან თავისუფალი მუნიციპალური მიწის ნაკვეთები შესთავაზოს. შოუ ეთერში ყოველ კვირას გადის, პროსამთავრობო კერძო არხზე, რუსთავი-2-ზე. მას ამზადებს ჯგუფი, რომელიც აწარმოებს შემდეგ შოუებს: ”ნიჭიერი” და ”ამერიკული კერპისა” და ”უფროსი ძმის” ქართულ ვარიანტებს.

უგულავა, რომელიც მერად 2010 წელს აირჩიეს, განათლებით ფილოსოფოსი და ყოფილი ჟურნალისტია. როგორც ჟიურის თავმჯდომარე ის აცხადებს გამარჯვებულს, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით გაცემულ სესხს მიიღებს. თუ მოთამაშე მარცხს განიცდის და სესხის მიღებას ვერ მოახერხებს, მაშინ მერი დროდადრო გასცემს სამუშაო ადგილს, ერთჯერად კონტრაქტს.

ბაკურ ბახტაძემ, გიტარაზე დაკვრის მასწავლებელმა და თბილისელმა კომპოზიტორმა დახმარება სთხოვა იმაში, რომ მცურავი რესტორანი დაეფუძნებინა ქართული ბანკეტებისთვის. ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ რადგან ქართული სუფრები ცნობილია ღვინისა და არყის ჭარბი მოხმარებით, ასეთი რესტორანი უსაფრთხო და მომგებიანი ვერ იქნება. მაგრამ მერმა ბახტაძეს დედაქალაქის ყოველწლიურ ფესტივალზე გიდის სამუშაო შესთავაზა.

გურამ ჯობაძემაც ვერ მიიღო დაფინანსება თავისი პროექტისათვის, რომლის მიხედვითაც მას შამფურზე აცმული ჩიფსების დამზადება და თბილისის ჯიხურებში გაყიდვა უნდოდა. მაგრამ სამაგიეროდ მას მერიის ბიზნესსაგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს.

გარდა ამისა, შოუს მსვლელობისას მერი უგულავა საჯარო პროექტებსაც უწევს პოპულარიზებას. მას შოუს ქერა და მომხიბვლელი წამყვანი სხვადასხვა ობიექტებზე დაჰყავს. ამ ბოლო დროს ისინი ქალაქის ახალ წყალსაცავს, მშენებარე საავარიო სატელეფონო ცენტრს ეწვინენ და ის გზატკეცილი დაათვალიერეს, რომლის მიზანიც დედაქალაქში მგზავრობის დროისა და უბედური შემთხვევების შემცირებაა.

მას შემდეგ, რაც 2003 წლის ვარდების რევოლუციამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, მისმა მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების, განახლებული სამუშაო და საგადასახადო კანონმდებლობის, კორუფციის შემცირებისა და გამარტივებული საკანონმდებლო სისტემის გამო, საერთაშორისო საზოგადოების აღიარება დაიმსახურა.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა და მისმა მმართველმა პარტიამ, გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხეს გადარჩენა რუსეთთან 2008 წლის ომში დამარცხების შემდეგ, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი იმ ფაქტორთა შორისაა, რომელიც ძირს უთხრის მათ პოპულარობას.

უგულავას ხელგაშლილობამ ეკრანზე ზოგიერთების გაოცება გამოიწვია. კრიტოკოსები ამბობენ, რომ ბიზნესი სადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობა შოუს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი თავის პოპულარიზებისთვის იყნებს და იმისთვის, რომ 2013 წელს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ს ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, მერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

”რა თქმა ეს პოლიტიკის ამბავია, მაგრამ ეს გონივრული პოლიტიკა ა. ეს წინასაარჩევნო მიმართვაა ამომრჩევლებისადმი, სადაც მერი განამტკიცებს ნდობას საკუთარი თავისადმი, როგორც რეფორმისტულად მოაზროვნე ადამიანისა და სამუშაო ადგილების შემქმნელისადმი,” ამბობს კობა თურმანიძე, პოლიტოლოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ”საქართველოში უყვართ დიდი პოლიტიკური ფიგურები.”

მერი თავისი ოფისიდან, რომელიც 21 სართულიანი შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს, უარყოფს იმ ფაქტს, რომ შოუ მისი პოპულარობის განსამტკიცებლადაა შექმნილი. მან თქვა, რომ კოლეგებიც და მეუღლეც აფრთხილებდნენ იმ პოლიტიკური რისკების შესახებ, რომელიც შოუში მონაწილეობას ახლდა, მაგრამ მას სურდა, საქართველოს მოსახლეობაში თავისუფალი ბაზრის იდეების პოპულარიზებას დახმარებოდა.

”შოუ ნამდვილად არ არის პოპულისტური, რადგან მე ბევრი ადამიანისთვის მიწევს უარის თქმა და პოლიტიკოსებს ამის კეთება არ უყვართ; ამას არავითარი პოლიტიკური დივიდენდი არ მოაქვს,” ამბობს უგულავა. ”ჩვენ ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ვართ და ჩვენ სულ უნდა მივაწოდოთ ასეთი გზავნილი საზოგადოებას: ”გეგმიური ეკონომიკა აღარ არსებობს და საბჭოთა დროს კულტივირებული განწყობა, რომელიც სახელმწიფოზე დამოკიდებულებას აყალიბებდა, აღარ არის რელევანტური ამ ქვეყნისათვის.”

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრიც, ნიკა გილაურიც დასცინის იმ ვარაუდს, რომ შოუს პოლიტიკური მიზნები აქვს. ”დასაქმდი და დაასაქმე” ”ნებისმიერი სხვა ბიზნესშოუების მსგავსია,” განაცხადა მან ინტერვიუში.

პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია ამბობს, რომ მან თავდაპირველად ”შეგირდის” ფორმატის შოუს წარმოება სცადა, მაგრამ ამან ”არ იმუშავა”. ჩვენ უფრო მეტი ფული და უფრო მეტი სასაცილო კონკურსანტი გვჭირდებოდა,” განაცხადა მან. ”ამ შოუში ჩვენ ყველაფერი მივიღეთ.”

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group