ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს გამოყოფილი რეგიონის აფხაზეთის
ხელისუფლებამ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა, რომლის
მიზანიც უფრო მრავალფეროვანი სამაუწყებლო მედია გარემოს უზრუნველყოფაა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ნოემბრის დასაწყისში, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა პირადად მოაწერა ხელი დეკრეტს, რომელიც კერძო ტელესადგურ „აბაზა“-ს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით მაუწყებლობის უფლებას აძლევს. აფხაზეთის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელე-მაუწყებელი „აბაზა“ ოთხი წლით ადრე ბესლან ბუტბამ დააფუძნა. ბუტბა მდიდარი ბიზნესმენია და „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიას“ ხელმძღვანელობს. დღემდე „აბაზა“ მხოლოდ სოხუმსა და მის შემოგარენში მაუწყებლობდა.
პირველად ბუტბა მაუწყებლობის გაზრდას მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ამ არჩევნებში ბუტბა მეოთხე ადგილზე გავიდა და ხმების 7.9% მოიპოვა. თავდაპირველად „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია“ იმდროინდელი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მთავრობის ოპოზიციაში იყო, 2010 წლის დასაწყისში კი უფრო ზომიერ ცენტრისტულ პოზიციებზე გადავიდა, რადგან, ბუტბას თქმით, პოლარიზაცია ბაღაფშის პარტია „ერთიან აფხაზეთს“ და რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმს“ შორის (ამ უკანასკნელს ერთ დროს ბაღაფშის ვიცე-პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა), შემდგომი დეოკრატიზაციის პროცესს აბრკოლებდა, რაც მისი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.
ხაჯიმბა, რომელიც ანქვაბთან იმ არჩევნებში დამარცხდა, რომელშიც ბაღაფშის მემკვიდრეს ირჩევდნენ, მეორე ნაბიჯის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო: სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის და რადიოს ეთერის გაცოცხლებაზე იმუშავებს.
„ეროვნული ერთობის ფორუმიც“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ტელე და რადიო მაუწყებლობის გაფართოვებას და განახლებას იმგვარად, რომ მასში უფრო მარავალფეროვნად ასახულიყო სხვადასხვა შეხედულებები, მათ შორის საკუთრივ მათიც. 2010 წლის მაისში, ხაჯიმბამ და ოცდასამმა სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ღია წერილით მიმართეს ბაღაფშს, პარლამენტის სპიკერ ნუგზარ აშუბას და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას, სადაც მოითხოვდნენ ყოველკვირეულ ორსაათიან პროგრამას, როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტები; საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას სახელმწიფო მაუწყებლებზე მეთვალყურეობისთვის; და საზოგადოებრივი მაუწყებელის დაფუძნებას. მათ მოითხოვეს ასევე ბუტბას ტელეკომპანია „აბაზა“-ზე რესპუბლიკის მასშტაბით მოუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.
რამდენიმე კვირის შემდეგ სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ქრისტიან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ სახელმწიფო ტლევიზიის პროგრამირება „შეიძლება უკეთესი იყოს“ და რომ „ჩვენ იშვიათად გვაქვს ისეთი პროგრამების ყურების საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს ინტერესს და ცნობისმოყვარეობას“. მაგრამ სიტუაციის გამოსასწორებლად არანაირ ფუნდამენტურ ძალისხმევას ადგილი არ ჰქონია.
2011 წლის ოქტომბრის ბოლოს, ხაჯიმბამ კიდევ ერთი ღია წერილი გამოაქვეყნა, ამჯერად ანქვაბის, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის მოქმედი დირექტორის სახელზე. იმ მომენტისთვის, ანქვაბს უკვე გათავისუფლებული ჰყავდა თანამდებობიდან გურამ ამქუაბი, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიას და რადიოს 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რომელზეც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა „რადიო თავისუფლების“ „კავკასიის ექო“-ს განუცხადა, „ის ყოველთვის ცდილობდა სასარგებლო ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იქ, იმით, რომ ზუსტად ასახავდა ოფიციალურ კურსს“.
ხაჯიმბა ჩიოდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა მუდმივად იგნორირებას ახდენდა აქტუალური პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი, დემოგრაფიული და სხვა, მათ შორის კორუფციის საკითხების უფრო ფართო გაშუქებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მთელი ოპოზიციის მხრიდან. მან მოითხოვა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელიც რჩევებს მისცემდა სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობას პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით და იმოქმედებდა მაყურებელის და მსმენელის ინტერესებიდან გამომდინარე.
ანქვაბი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ხაჯიმბას, ამ უკანასკნელის პრეტენზიების და წინადადებების განსახილველად, თუმცა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას არ დათანხმდა. სანაცვლოდ, მან ჩამოაყალიბა „მუშა ჯგუფი“ ბჟანიას ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო ტელევიზიის და რადიოს ხუთი მაღალჩინოსანი, მათ შორის ამქუაბის მემკვიდრე ალქაზ ჩოლოკუა, და რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ამ ჯგუფმა მისი რეფორმატორული წინადადებებები 1 მარტისთვის უნდა ჩამოაყალიბოს, რაც მათთვის საკმაოდ დაგვიანებული თარიღია რეალიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 10 მარტს უნდა ჩატარდეს.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის http://foreignpress.ge მიერ.
Related Stories