ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა ის, რომ რუსეთის
პემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება ვერ მოიპოვოს საკმარისი ხმები
ოთხ მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, პუტინი ვერ ახერხებს ხმათა 50%-ის მოგროვებას, რაც აუცილებელია პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მაშინ როდესაც სახელმწიფო სააგენტოს კვლევის მიხედვით, ყველაზე ძლევამოსილი რუსი პოლიტიკოსის მხარდაჭერის დონე ბოლო თვის განმავლობაში გაიზარდა – მოსახლეობის ნახევარზე მეტი მზადაა მხარი დაუჭიროს მას საპრეზიდენტო არჩევნებში – დეკემბერში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების და საპარლამენტო არჩევნების სადაო შედეგების მიუხედავად.
ფონდ „საზოგადოებრივი აზრი“-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინი ს კანდიდატურას მხარს დაუჭერდა ამომრჩევლების 45% თუკი არჩევნები უმალ ჩატარდება, რასაც მეორე ტური მოჰყვება.
მაგრამ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებმა პრემიერისთვის უფრო ოპტიმისტური შედეგები აჩვენა – რესპონდენტთა 52%-ის თქმით, ისინი ხმას პუტინს მისცემენ.
შესაძლოა, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ გამოქვეყნებული სხვა მონაცემები უფრო თვალსაჩინო იყოს, ის მონაცემები, რომელიც პასუხობს კითხვას „გაიზარდა თუ შემცირდა ამომრჩევლების ნდობა პუტინი ს მიმართ ბოლო თვის განმავლობაში?“. 2010 წელს, რესპონდენტების მხოლოდ 12% აცხადებდა პუტინი სადმი ნდობის შემცირებაზე, მაგრამ შარშან მაჩვენებელმა მატება დაიწყო და პიკს ანუ 27%-ს დეკემბერში მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე. ბოლო კვლევების დროს, რომელიც 12-15 იანვარს ჩატარდა, რესპონდენტების 25%-მა განაცხადა, რომ პუტინს აღარ ენდობა.
მაშინ როდესაც, სახელმწიფო სააგენტოს კვლევების თანახმად, პუტინი ს რეიტინგი, დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 7 პუნქტით ამაღლდა, მისი ოპონენტების რეიტინგი უცვლელია. კომუნისტური პარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვს მეორე ადგილი უკავია, მოიპოვა რა „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, რესპონდენტთა 11%-ის მხარდაჭერა, რაც დეკემებრის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, მაშინ როდესაც ვლადიმერ ჟირინოვსკი 9%-ით მესამე ადგილზეა.
სახელმწიფო სააგენტოს კვლევის თანახმად, მილიარდერ მიხეილ პროხოროვის რეიტინგი („ნიუ-ჯერსი ნეთს“-ის მფლობელი“) 24 დეკემბრის გამოკითხვის შედეგთან, 4%-თან შედარებით 2%-მდე შემცირდა.
„საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმა ოპოზიციაზე მსგავსი შედეგები აჩვენა.
პუტინი ს მხარდაჭერის დონე შესაძლოა გაიზარდოს, განაცხადა პარასკევს „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა იმ ვარაუდით, რომ ოთხი მარტის არჩევნებში პრემიერის რეიტინგმა შეიძლება 57%-ს მიაღწიოს.
„სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ კვლევებში ცდომილების ზღვარი 3,4%. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა ვერ გამოვლინა სიზუსტე რუსული პოლიტიკის ხვეულებისა და ცვლილებების ილუსტრირებაში.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი
პროექტის http://foreignpress.ge
მიერ.
Related Stories