ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ობამა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან დავის ფონზე ხვდება

ავტორი ენ გირანი, დესმონდ ბატლერი, Associated Press

31/01/2012 15:57 (112 დღე 07:43 minutes ago)

ვაშინგტონი – ორშაბათს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამა მ კვლავ დააიმედა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, რომ შეერთებული შტატები მასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას გააფორმებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ობამა მ, შეაქო აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმების „შესაძლებლობა“ არსებობს, რაც საქართველოსთვის უმაღლესი პრიორიტეტია. ობამა მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე დიალოგის გზით, დაეხმარება ამ ქვეყანას მისი საბაზრო სისტემის განტკიცებაში, თუმცა არ უთქვამს, როდის და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამა ს თავისუფალ ვაჭრობაზე შესაძლო შეთანხმების გამო.

„ეს ჩემს ქვეყანაში დამატებით აქტიურობას მოიზიდავს“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით, რეპორტიორებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრას და ობამა ს სიტყვებს მისი ქვეყნისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მართალია საქართველო დიდწილად მოსულიერდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ის ძველებურად ზიანდება მის ყველაზე დიდ მეზობელთან შენარჩუნებული დაძაბულობის გამო და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მიმართავს.

საქართველოს ახალი საფუძველი გაუჩნდა იმისთვის, რომ სავაჭრო უპირატესობა მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც უპრობლემოდ დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველო დღეს იმ დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, მოსკოვის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყანაა.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა ობამა ს იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მან მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გაიღო. აშშ-რუსეთის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიული დავის ფარგლებში რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

სააკაშვილმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ობამა ს ეგრედწოდებული გადატვირთვა რუსეთთან, საქართველოს ფასად არ ხორციელდება.

„ჩვენ არ გვაქვს ჩივილის მიზეზი, და დღევანდელმა დღემ ეს მკაფიოდ დაადასტურა“, – თქვა მან.

სააკაშვილი ს თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ რუსეთი შემდგომი აგრესიისგან შეაკავა.

შეხვედრის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში ობამა მ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მან განიხილა უმცირესოებების დაცვის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა, რაც აშკარა მინიშნება იყო სააკაშვილი ს პარტიის სავარაუდო ძალისმიერ თამაშებზე და ახლახანს ჟურნალისტების და სხვების დაკავების ფაქტებზე რუსეთის აგენტობის ბრალდებით. თუმცა ობამა მ შეაქო საქართველო, როგორც დემოკრატიის მაგალითი ყოფილ საბჭოთა რეგიონში.

ობამა მ განაცხადა, რომ დაგეგმილი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც სააკაშვილი ხელისუფლების დატოვებას აპირებს, „ბევრ იმ რეფორმას განამტკიცებს, რომელიც ხორციელდება“.

ოპონენტები სააკაშვილს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანაში ადანაშაულებენ, რომელიც 2013 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას ქვეყნის კულისებიდან მართვის შესაძლებლობას მისცემს, როგორც ამას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აკეთებს. სააკაშვილი ამას უარყოფს.

ობამა მ ამ ბრალდებებზე ირიბად მიანიშნა, განაცხადა რა, რომ „ელის თავისუფალ და სამართლიან არჩევენებს“ და „ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემას“ საქართველოში.

სააკაშვილი , რომელიც 2004 წლიდან პრეზიდენტია, ცდილობს მიაღწიოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მას უფასებენ იმას, რომ ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ოპონენტები მას პრესის თავისუფლების მოსპობასა და ოპოზიციის შესაძლებლობების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, ასევე აკრიტიკებენ რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის გამო.

შეხვედრის შემდეგ, ხანმოკლე ბრიფინგის დროს, ობამა ს არ უხსენებია ომი, ისევე როგორც დავა, რომელიც ამ ომის მიზეზი გახდა.

თუმცა, მანამდე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ობამა დაადასტურებს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობისადმი“ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის გულისხმობდა დავას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების გამო, რამაც ეს ომი გამოიწვია.

ობამა მ განაცხადა, რომ სააკაშვილთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძრვანელს ქართული არმიის ავღანეთში გაგზავნისთვის.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ობამა მ პირობა დადო, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააქტიურებს და დაეხმარება საქართველოს მისი თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცებაში. საქართველო იმედოვნებს, რომ ობამა მას ნატოში გაწევრიანებისთვის საგზაო რუკას გადასცემს, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მაისის სამიტზე ჩიკაგოში საქართველოს წევრობის საკითხში წინსვლა იქნება.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group