მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ობამას და სააკაშვილს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაფერი უთქვამთ

ავტორი ჯოშუა კუცერა, Eurasianet.org

31/01/2012 17:06 (112 დღე 06:34 minutes ago)

barack-obama-mikhail-saakashvili-2012.jpg

პრეზიდენტებს, ობამა სა და სააკაშვილს ორშაბათს, შუადღეს, ოვალურ კაბინეტში, ის შეხვედრა ჰქონდათ, რომელსაც ყველა ასე ელოდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომენტარები, რომელიც მოგვაინებით პრესისთვის გაკეთდა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ საქართველოსთვის აშშ-ს მიერ იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ისევ ძალაშია. ეს საკითხი ყველაზე პრობლემური ელემენტია აშშ-საქართველოს თანამშრომლობით ურთიერთობებში – თბილისი ძალიან ცდილობს მიიღოს (ან იყიდოს) ამერიკული ”თავდაცვითი” შეიარაღება, ხოლო აშშ მერყეობს.

კონგრესმა ამას წინათ ობამა ს იძულება სცადა, რათა მას აღედგინა უფრო ენერგიული სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით, მაგრამ მერე ობამა მ განაცხადა, რომ კონგრესის გადაწყვეტილების იგნორირება აქვს განზრახული და ამით წარმოქმნა პატარა კრიზისის შესაძლებლობა კავკასიის პაწაწინა ქვეყანას და მის ე.წ. ძლევამოსილ მფარველს შორის. თეთრი სახლის შეხვედრაზე, ძლიერი თანამშრომლობის საზეიმო განცხადებების მიუხედავად, ფასადზე ბზარების დანახვა რთული არ ყოფილა.

ლაპარაკი ობამა მ დაიწყო და სამწუხარო წამოცდენა მოუვიდა: მან მაღალი შეფასება მისცა ”ინსტიტუტების მშენებლობა ს რუსეთში— საქართველოში.” (სააკაშვილმა აღსანიშნავი თავდაჭერა გამოამჟღავნა იმ ერთი წამის, ან დაახლოებით ერთი წამის განმავლობაში, რომელიც ობამა ს შეცდომის გამოსასწორებლად დასჭირდა – ის გაქვავებული სახით იჯდა.) მერე კი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა ახსენა, ობამა მ თავდაცვის დარგში თანამშრომლობის განხილვა დაიწყო:

”ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობა შემდგომში და არსებობს უამრავი სფერო, რომელშიც ერთად ვმუშაობთ. მე დავუდასტურე პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ დავარწმუნე ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, რათა საბოლოოდ საქართველო ნატოს წევრი გახდეს”.

თავის მხრივ, სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა:

”ჩვენ მადლიერნი ვართ ნატოში ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერისათვის. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის და იმის გამო, რომ ლაპარაკობთ საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მათ განვითარებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”.

მაგრამ ობამა ს რეალურად არ ”ულაპარაკია საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე” ისე, რომ სააკაშვილს ასეთი ვარაუდი გასჩენოდა – ”ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”. თუ ამ რეპლიკას მცირეოდენი ინტერპრეტაციით წავიკითხავთ, ის, იმის გამო, რომ ობამა მ საკითხი საჯაროდ არ ახსენა, მისი მისამართით გამოთქმულ მსუბუქ საყვედურს წააგავს. შესაძლოა, მათ პრივატულად ამ საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ობამა ს არ უნდოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მრავლისმეტყველია. მოკლედ, ისე ჩანს, რომ შეიარღების საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group