ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრად გახდომის შესაძლებლობას

ავტორი ბენ ბირნბაუმი, The Washington Times

01/02/2012 12:39 (111 დღე 11:04 minutes ago)

mikheil-saakashvili.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად აქციოს (lame duck) იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

”იმდენი რამეა, რამაც შიძლება ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო (lame duck)”, უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში.

44 წლის პრეზიდენტს, რომელიც 2004 წელს აირჩიეს თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, აკრძალული აქვს მესამე ვადით თანამდებობაზე დარჩენა.

სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება.

მან კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინი ს შედარებაზე. პუტინი 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება კრემლში მესამე ვადით მოვიდეს.

”ხანდახან ხალხი მეკითხება, ”შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” განაცხადა სააკაშვილმა. ”საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის – ა, და ბ- ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინი ს მსგავსი მოვლენების არსებობას საქართველოში.”

ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს გაეცხადებინა მისი განზრახვანი. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეში Washington Times-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ”პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”.

სააკაშვილი ორშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ობამა ს, რომელიც განიხილავდა საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group