ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სააკაშვილი და ივანიშვილი: ობამასთვის გადარეულები

ავტორი გიორგი ლომსაძე, Eurasianet.org

01/02/2012 16:04 (111 დღე 07:39 minutes ago)

ქართველი მეტოქეები, ბატონი პრეზიდენტი და ბატონი მილიარდერი, 30 იანვარს ვაშინგტონისკენ გაემართნენ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ერთი მათგანი პირადად წავიდა, მეორე კი წერილის მეშვეობით. ისინი ბარაქ ობამა ს ადმინისტრაციისგან წყალობის მისაღებად იბრძოდნენ.

ობამა მ ქართველებისგან არსებითად ორი სიმღერა მოისმინა – „მიიღებ, რასაც გინდა,“ პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სგან და „ჩემთანაც სცადე,“ – ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან.

სააკაშვილი ერთი-ერთზე შეხვდა ობამა ს, მაგრამ ივანიშვილი შეეცადა ის პოლიტიკური მოგება შეესუსტებინა, რომელიც შეიძლება სააკაშვილს ოვალურ ოფისში შეხვედრისგან მიეღო. ღია წერილში, რომელიც ”ვაშინგტონ პოსტსა” და „ნიუ-ორკ თაიმსში” დაიბეჭდა, „ფორბსის“ სიაში შესულმა მილიარდერმა, ობამა ს სთხოვა სააკაშვილზე ზეწოლა მოეხდინა იმისთვის, რომ საქართველომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ღიად და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატაროს.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს… გამოიყენოთ ყველა შესაძლობლობა, რათა 2012 წლის ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ,” – ნათქვამია ღია წერილში.

ამასობაში კი, სააკაშვილი თეთრი სახლის შეხვედრიდან კმაყოფილი გამოვიდა და BBC-ის განუცხადა, რომ შეხვედრამ ორი ქვეყნის ურთიერთობა „ახალ საფეხურზე აიყვანა”. მან ობამა ს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში საბოლოო გაწევრიანების და მომავალში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესაძლებლობის მხარდაჭერას.

თუმცა, მზარდია იმის ნიშნები, რომ ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური მომავალისთვის ვაშინგტონშიც ისევე აქტიურად წარიმართება, როგორც თბილისში. სააკაშვილი ს ადმინისტრაციის წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ ვაშინგტონში ჩატარებული, მოქნილი ლობირების და კავშირების დამსახურებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილიც, იმისაკენ იხრება, რომ ამ თვალსაზრისით მიშას მხარდამხარ გაჰყვეს.

Foreign Policy-ს გამოცემამ, The Cable-მა, 30 იანვარს განაცხადა, რომ ივანიშვილი ევროპასა და აშშ-ში ლობირებისთვის BGR Group-ს თვეში 25,000 დოლარს უხდის. გარდა ამისა, არის ცნობები, რომ ის ცდილობს მოიპოვოს კონტრაქტი გავლენიან ფირმა Patton Boggs-სთანაც და Podesta Group-ის გადმობირებაც უნდა, არადა Podesta Group-ი ამჟამად სააკაშვილი ს მთავრობის ლობირებას ახდენს.

თუმცა, საკითხავი ის არის, მაინც რამდენად აინტერესებს ვაშინგტონს, თუ რა ხდება საქართველოში.

რეპორტიორებთან საუბრისას, ობამა იდეალურად გაყვა პროტოკოლს და მოკლედ მოხაზა სააკაშვილთან შეხვედრის შედეგები. მან შეაქო საქართველო რეფორმებისთვის, ავღანეთში სამხედრო დახმარებისთვის და გამოხატა იმედი, რომ წლევანდელი არჩევნები კარგად ჩაივლის.

მხოლოდ ერთ, პატარა წამოცდენას ჰქონდა ადგილი… თუმცა საკმაოდ უხერხულ წამოცდენას.

სააკაშვილი ს გვერდით მჯდომმა ობამა მ აღნიშნა, თუ როგორ აფასებს ის „ინსტიტუციების მშენებლობა ს, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს…” პაუზა. „ჰმ… ჰმ… საქართველოში“ დაამატა მან, რომ შეცდომა გამოესწორებინა.

შემდეგისთვის ვინმემ „ტელესუფლიორი“ წამოაყოლეთ ხელს.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group