მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სარედაქციო კოლეგია: სააკაშვილის არჩევანი

06/02/2012 17:14 (106 დღე 06:31 minutes ago)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს შორის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

”ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე, მან მრისხანედ ჩამოთვალა სხვაობები: პუტინი ს რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილი ს მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ს, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში.

მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. მან უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ პუტინი ს მიერ დაპატენტებული მანევრის გამეორებას გეგმავს. სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა – ”მე არ მინდა ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)” – გვითხრა მან.

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილი ს პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა ის თავის რეგიონში, კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანების წამყვან კანდიდატად.

მაგრამ აი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის ”ვარდების რევოლუციიდან”, მისი მოკავშირეები შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა – მერყევია. სააკაშვილი ს პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს.

პრეზიდენტმა ობამა მ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილი სგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამა მ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვერდაზე ობამა მ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა.

მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამა ს ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group