ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გაემგზავრება

27/07/2010 10:32 (558 დღე 00:31 minutes ago)

სპეციალური მიწვევით აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე მეორედ გაემგზავრება

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

27 ივლისს, 9 საათზე, აეროპორტი დან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი  აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე არსებულ აფხაზეთის ახალგაზრდულ კაპელას უნგრეთის ქ. დებრეცენში, საგუნდო მუსიკაში მსოფლიო ს ერთ–ერთ ყველაზე პრესიტიჟულ ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე გააცილებს. კაპელას გამგზავრებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და აფხაზეთის ა/რ მთავრობა უზრუნველყოფს. ვიზიტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.  

 

აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, 37 კაციანი შემადგენლობით 28 ივლისიდან –1 აგვისტოს ჩათვლით,  უნგრეთში  ბელა ბარტოკის საერთაშორისო კონკურსზე აკადემიური გუნდების საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიწვია. თავისი დამსახურებისა და  წარდგენილი რეპერტუარის საფუძველზე, აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა კონკურსში ჩაერთვება მეოთხედფინალიდან, რაც იმთავითვე მნიშვნელოვანი აღიარებაა.   აღნიშნული რეიტინგი კაპელამ 2008 წელს  ამავე კონკურსზე თავისი  წარმატებული დებიუტით მოიპოვა, როდესაც მან ევროპის საგუნდო კოლექტივებს შორის პირველი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით  მეოთხე ადგილი დაიკავა. „კონკურსის აღმოჩენად“ აღიარებული კოლექტივი მაშინ მხოლოდ 1,5 წლიან ბიოგრაფიას ითვლიდა.   


გასული წლის ოქტომბერში აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა განახლებული რეპერტუარით წარსდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპეტენტური მაყურებლის წინაშე და პროფესიონალთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.  კაპელას რეპერტუარში ასახულია მსოფლიო საგუნდო ხელოვნების უახლესი ტენდენციები, მათი ნაწარმოებებიდან უმრავლებოსა პირველად შესრულდა საქართველოში. ცნობილმა  კომპოზიტორებმა გოგი ჩლაიძემ, სოსო კეჭაყმაძემ  და ჯემალ ბეგლარიშვილმა სპეციალურად კაპელასთვის შექმნეს საკონკურსო ნაწარმოებები.  რამდენიმე კვრის წინ აფხაზეთის კაპელას დაეთმო ვრცელი გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ღამის საუბრები გია ბუღაძესთან“, რომელსაც მაყურებელთა დიდი რეზონანსი მოჰყვა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 21:36 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group