ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება

27/07/2010 13:04 (557 დღე 21:47 minutes ago)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №92 საჯარო სკოლას ეწვია და იმ სასწავლო-შემეცნებით,  საკითხავ და დიდაქტიზებულ 100-ზე მეტი დასახელების ინგლისურენოვან ლიტერატურას გაეცნო, რომელიც განათლების პროფესიული სინდიკატის პრეზიდენტმა ტატო შავშიშვილმა სკოლის  ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მაღალპოლიგრაფიული ხარისხის უნიკალური წიგნები საინტერესოა, როგორც უცხო ენის მცოდნე სხვადასხვა მიმართულების მასწავლებელთათვის ასევე,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის..

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა პრეზიდენტის  ერთ-ერთი ინიციატივა და სამინისტროს პრიორიტეტია. განათლების პროფესიული სინდიკატი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ინიციატივას - საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების საკითხავი ლიტერატურითა და სასწავლო სახელმძღვანელოებით შევსების თაობაზე.

არდადეგების პერიოდში მიმდინარეობს სკოლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. ახალი სასწავლო წლიდან კი, ინტენსიურად დაიწყება ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება. სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის ამ პროცესის მხარდამჭერ ყველა ორგანიზაციასა თუ,  კერძო პირს.

  გარდა მხატვრული ლიტერატურისა, სამინიტრო მაქსიმალურად ზრუნავს სასკოლო ბიბლიოთეკების  სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფაზეც. წელს პირველად, რვა მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ყველა კლასის მოსწავლე იყოს სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, სასკოლო ბიბლიოთეკები მეორადი გამოყენების სახელმძღვანელოებით აღიჭურვება და მათი გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს ექნება.

ახალი სასწავლო წლიდან განათლების პროფესიული სინდიკატი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში  თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი ”პედაგოგიური ბიბლიოთეკის” მოწყობას გეგმავს, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ არსებობს. ბიბლიოთეკაში  განთავსებული იქნება პედაგოგებისათვის განკუთვნილი სხვასდასხვა მიმართულებისა და შინაარსის ლიტერატურა, ტესტები, დამხმარე მასალები.

”პედაგოგიური ბიბლიოთეკით” სარგებლობა  საქართველოს ყველა პედაგოგს შეეძლება, ისინი არა მარტო წიგნის გატანას შეძლებენ დროებითი მოხმარებისთვის, არამედ მათთვის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სისტემატიურად მოეწყობა სემინარები, ტრენინგები, კონსულტაციები. გარდა ქართველი ავტორებისა ბიბლიოთეკა შეივსება ამერიკიდან და ევროპიდან შემოტანილი უცხოელი ავტორების პედაგოგიური ლიტერატურით.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 21:24 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group