იანვარში საქართველოში ინფლაციის დონე 0,5 პროცენტი იყო

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

რეიტინგული სკოლები დაჯილდოვდნენ

28/07/2010 14:19 (556 დღე 20:30 minutes ago)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ  მოსწავლეთა  სკოლებს ფულადი  პრემიები გადასცა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საგნების მიხედვით  მიღწეული შედეგების საფუძველზე, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ერთიანი რეიტინგული სია, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ქულები საქართველოს მასშტაბით   27-მა სკოლამ დაიმსახურა და შესაბამისად  I, II, III  ადგილები დაიკავეს.


პირველ ადგილზე გასულ სკოლებს 5 000 ლარი,  მეორეზე - 4 000,  ხოლო, მესამე ადგილზე გასულ სკოლებს 3 000 ლარი გადაეცათ. პრემიის სახით მიღებული თანხა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.


 ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელია, ბევრი წარმატებული  მოსწავლე ჰყავს სოფლის სკოლებს. ტექნიკურ საგნებში დიდი მომზადება აჩვენეს სპეციალიზირებულმა სკოლებმა: ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო  სკოლამ, რაზმაძის სახელობის  41-ე საჯარო სკოლამ და  თბილისის 199-ე  სკოლა-პანსიონმა ”კომაროვი”. სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადებში, საიდანაც ასევე გამარჯვებულები დაბრუნდნენ ჩვენი მოსწავლეები.


 ქართულში, ქიმიაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და უცხო ენებში პირველ ადგილებზე წალენჯიხის, საგარეჯოს, ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონების მოსწავლეები გავიდნენ, ისინი იმ 123 მოსწავლეს შორის იყვნენ, ვინც საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის  ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან 100 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის მიზანია: ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 21:22 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group