გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

დასრულდა ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში | მედვედევი – სამხრეთ კავკასიის ჟანდარმი

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, September 7, 2010
News Making Money

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია

29/07/2010 14:03 (39 დღე 23:41 minutes ago)

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია 29 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.

ADVERTISEMENT

 

კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისა  და სასჯელებისადმი.

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბი“ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა კრიმინოლოგიის დოქტორი, ტილბურგის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი იან ვან დაიკი. იგი დანაშაულის საერთაშორისო კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი და კრიმინოლოგიის დარგში არაერთი ცნობილი ნაშრომის ავტორია. ბატონმა იან ვან დაიკმა მონაწილეობა მიიღო კვლევის კითხვარის შემუშავებასა და მეთოდოლოგიის განსაზღვრაში, აგრეთვე კვლევის შედეგების დამუშავებაში.

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის კითხვარზე ერთობლვად მუშაობდნენ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და „გორბი“, რომელმაც ადგილობრივ ექსპერტად კრიმინოლოგი, პროფესორი გიორგი ღლონტი მოიწვია. ამასთან, კვლევის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კითხვარის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პროფესორმა ვან დაიკმა.
საქართველოს ყველა რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის პროპორციის გათვალისწინებით პირისპირ გამოკითხულ იქნა 3000 რესპოდენტი. (რაოდენობრივი კვლევა) რესპოდენტთა ეს რიცხვი შეესაბამება ევროპის ქვეყნებში მსგავსი კვლევების განხორციელების სტანდარტს.
ამ ტიპის სოციოლოგიური კვლევა პირველად 1960-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა. ახლა სოციოლოგიური კვლევები მთელი მსოფლიო ს მასშტაბით ტარდება და დანაშაულის შესახებ ოფიციალურ მონაცემებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს.
დანაშაულის დონის განსაზღვრა საქართველოში ამ დრომდე მხოლოდ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ხდებოდა. თუმცა, გარდა იმ დანაშაულებისა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შედის სამართალდამცავ უწყებებში, ხშირია ლატენტური დანაშაული. ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად მნიშვნელოვანია დაფარული დანაშაულის კვლევა. გარდა აღნიშნულისა, კვლევის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება:
*    ვიქტიმიზაციის დონე ქვეყანაში;
*   მოსახლეობის დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი;
*  მოსახლოებაში დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ხარისხი და სხვა.


დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ამგვარი მასშტაბის პირველი კვლევითი პროექტია საქართველოში. დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა მომავალში რეგულარულად ჩატარდება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის/უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება, დანაშაულის ტენდენციები, რათა კვლევის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და დაიგეგმოს გრძელვადიანი პრევენციული ღონისძიებები.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

დაფინანსებული ლინკები

US Business Directory
Internet advertising
Nikon D3000
Find jobs
Debt Help




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (15:21 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (151 დღე 15:54 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

Jobs
მსოფლიოში უმუშევრობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

03/09/2010 15:48 (3 დღე 13:56 minutes ago)

კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის ლიკვიდაციისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში 440 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება საჭირო.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (30 დღე 15:50 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group