გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა წელსვე განაახლოს | რას შეცვლის საქართველოს გეგმებში პირველი სამხედრო მსხვერპლი ავღანეთში

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, September 7, 2010
News Making Money

კონკურსში - ” Junior- საქართველოს საზაფხულო სკოლა” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

29/07/2010 14:06 (40 დღე 00:28 minutes ago)

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ კონკურსში - ”Junior- საქართველოს საზაფხულო სკოლა” გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო უცხოენოვანი ესსეების შექმნისთვის სიგელებითა და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საზაფხულო სკოლის საგზურებით დააჯილდოვა.

ADVERTISEMENT

 

კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით, ჟურნალის „Junior- საქართველო” მიერ იყო ორგანიზებული და მასში  მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა.  მოზარდებს 3-3 სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ესსე უნდა წარმოედგინათ ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენებიდან ერთ-ერთზე.   სამივე ენაში თითო გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც  2 კვირით  შესაბამისი ქვეყნის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან - საფრანგეთში 12 წლის ნატალი გოგინაშვილი თბილისიდან, გერმანიაში 17 წლის ანა შარაშენიძე ქუთაისიდან, ხოლო ინგლისში 16 წლის ალექსანდრე შატბერაშვილი თბილისიდან.

ჟურნალი „Junior- საქართველო” წარმოადგენს ცნობილი ფრანგული ჟურნალის „Junior Science & Vie“-ს ქართულ, ლიცენზირებულ გამოცემას. ეს არის პირველი საერთაშორისო, სამეცნიერო–პოპულარული   ჟურნალი ქართულ მედია ბაზარზე, განკუთვნილი 11–დან 18 წლამდე მოზარდებისთვის. ჟურნალი საშუალებას აძლევს მოზარდებს გაეცნონ მსოფლიო ს ყველაზე საინტერესო სამეცნიერო პროექტებს, უახლეს აღმოჩენებს, ტექნოლოგიურ მიღწევებს, გაიგონ როგორ შენდებოდა პირამიდები და არის თუ არა სიცოცხლე მარსზე, როგორ შეიქმნა ინტერნეტი, ვინ გამოიგონა პირველი რობოტი, მობილური ტელეფონი  ა.შ.

ჟურნალი გამოიცემა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. გარდა რუსეთისა, ქართული გამოცემა პირველი მცდელობაა პოსტ–საბჭოთა სივრცეში მსგავსი პროექტის დანერგვის. ჟურნალის პოპულარობა აღნიშნულ ქვეყნებში ტირაჟით განისაზღვრება, რაც საფრანგეთში შეადგენს თვეში 500 000 ეგზემპლარს, ისევე როგორც გერმანიასა და იტალიაში.

ჟურნალი „Junior“  ქართულ ენაზე გამოდის 2009 წლიდან, ტირაჟი შეადგენს 5 000 ეგზემპლარს თვეში. „Junior“- საქართველოში გამოქვეყნებული სტატიები როგორც შინაარსობრივად ისე ვიზუალურად ძალიან მაღალი ხარისხისაა და მისი მომხმარებლები სკოლის მოსწავლეებია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

დაფინანსებული ლინკები

Find jobs
IKA Processing Equipment
Debt Help
Breast Enlargement
House Insurance




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (16:11 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (151 დღე 16:44 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

Jobs
მსოფლიოში უმუშევრობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

03/09/2010 15:48 (3 დღე 14:46 minutes ago)

კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის ლიკვიდაციისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში 440 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება საჭირო.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (30 დღე 16:40 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group