მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ბათუმში იუსტიციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

02/08/2010 15:45 (554 დღე 16:07 minutes ago)

2 აგვისტოს ქალაქ ბათუმში იუსტიციის საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: ,,საერთაშორისო საჯარო სამართალი - არსებული პრაქტიკა და ახალი გამოწვევები” გაიხსნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მასში მონაწილეობა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა მიიღო. იუსტიციის საზაფხულო სკოლა, 2 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებს 23 სტუდენტი, რომლებიც ღია კონკურსის მეშვეობით შეირჩნენ.

საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტთათვის საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების გზების გაცნობა.

საზაფხულო სკოლის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ძალის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო საჯარო სამართალში; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სამართალი/ლტოლვილთა სამართალი. სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

საზაფხულო სკოლის დროს ტრეინინგი ინტერაქტიულ ფორმატით ჩატარდება, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში. ასევე ბოლო დღეს შედგება იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ბოლო დღეს, სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. აღნიშნული პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. მსგავსი პროექტების განხორციელებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი სამომავლოდაც გეგმავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 15:23 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group