ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი ამოქმედდება

04/08/2010 13:36 (553 დღე 04:47 minutes ago)

ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ  მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი  ოჯახებიდან და  მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ  უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა საჯარო სკოლის რამდენიმე წარმატებულ მოსწავლესთან და მათ მშობლებთან ერთად, კერძო სკოლა-ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესი“  მივიდა და მოსწავლეებს,  დირექტორთან ბატონ დავით კახნიაშვილთან ერთად, სკოლის თანამედროვე  ინფრასტრუქტურა და სწავლების მეთოდები გააცნო. 

ახალ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ”კერძო სკოლათა ასოციაციასთან” ერთად ახორციელებს. საქართველოში მოქმედი კერძო სკოლებიდან „მწიგნობართუხუცესი“  ერთ-ერთია, რომელიც  სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და  მზადაა სექტემბრიდან  ამ მოსწავლეებს თავის სკოლაში უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზოს. 

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, აუცილებელია მუდმივად ხდებოდეს ნიჭიერი ბავშვების წახალისება, ახალი პროექტი სწორედ ასეთ შესაძლებლობას ითვლისწინებს.  ამიერიდან, კერძო სკოლებში სწავლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პრივილეგია არ იქნება და ხელმისაწვდომი გახდება ნიჭიერი,  მოტივირებული მოსწავლეებისთვისაც.

მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე კერძო სკოლებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  თავის მხრივ ხელს შეუწყობენ კერძო სკოლების განვითარებას.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 01:54 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group