მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

მე-60 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

05/08/2010 13:43 (551 დღე 18:42 minutes ago)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ  თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში  ახალი ღია სპორტული მოედანი გახსნა. 

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა   სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მასზე  35 000-მდე ლარი დაიხარჯა.

ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. ანალოგიური სტადიონების კეთილმოწყობა ქალაქის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის 72 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი  ხოლო, 28 საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი  მოეწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ძირითადად იმ სკოლებში მიმდინარეობს, სადაც ან საერთოდ არ იყო ანალოგიური გარემო, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის   სპორტული  ინფრასტრუქტურა იქნება რეაბილიტირებული.

სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა  იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

 პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან  ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული  ცვლილების საფუძველზე ამოქმედდება. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში განხორციელდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 15:57 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group