| სომეხი მოზარდები წყნეთის საზაფხულო სკოლაში ისწავლიან |
|
06/08/2010 14:38 (550 დღე 18:35 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია და ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსულ სომეხ მოსწავლეებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოწვევით, 5 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკიდან თბილისში 20 მოზარდი ჩამოვიდა, ისინი 21 დღეს ქართველ თანატოლებთან ერთად, წყნეთის ენის საზაფხულო ბანაკში გაატარებენ, სადაც გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისულ ენას და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


