| სამინისტრომ ომში დაღუპული ეროვნული გმირის შვილი დააჯილდოვა |
|
07/08/2010 13:32 (550 დღე 04:09 minutes ago) | ||||||||||||
|
საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ომში დაღუპული ეროვნული გმირის ზაზა დამენიას შვილს გიორგი დამენიას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და წიგნები გადასცა.
ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა.
გიორგი დამენია 186-ე სკოლის მეექვსე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. თამაშობს კალათბურთს და აქვს სპორტული მიღწევები. განსაკუთრებულად უყვარს საქართველოს ისტორია, რის გამოც სამინისტრო მას ისტორიული ჟანრის წიგნებით და მხატვრული ლიტერატურით აჯილდოებს. გიორგი აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში.
გიორგი დამენიას 186-ე სკოლამ, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად ცურვის ერთ წლიანი აბონიმენტი გადასცა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


