თბილისი, 10 აგვისტო, 2010 - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ
FitchRatings ქართული ბანკები ს 2010 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სააგენტომ დაადასტურა თიბისი ბანკისადმი 2009 წელს მინიჭებული რეიტინგი და ბანკს კვლავ ,,B+“ კატეგორია, პროგნოზი - სტაბილური მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, თიბისი იყო ერთადერთი ქართული ბანკი რომელსაც Fitch-მა B დან B+ - მდე აუმაღლა რეიტინგი, რაც უპრეცედენტო და განსაკუთრებით პოზიტიური მოვლენა იყო, რადგან 2008–2009 წლებში საქართველოში განვითარებულმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის, საბანკო სექტორზეც.
2009 – 2010 წლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტომ FitchRatings ქართული საბანკო სექტორის კრიზისისადმი მდგრადობა საკმაოდ დადებითად შეაფასა და უკვე სხვა ქართულ ბანკებსაც აუმაღლა რეიტინგი. ამასთან, Fitch-მა ხაზი გაუსვა და პოზიტიურად შეაფასა თიბისი ბანკის მაღალი კაპიტალიზაცია, ლიკვიდურობის დონე და მომგებიანობა.
Natia Gotsadze
PR Manager
Tel: +(995 32) 27 27 27 (*2812)
Fax: +(995 32) 77 27 74
Mob: +(995 77) 50 71 50
www.tbcbank.ge
Related Stories