ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

საერთაშორისო კონკურსიs „ალიანტე 2010“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

12/08/2010 11:13 (545 დღე 06:49 minutes ago)

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის - ”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.(NGNI)
”ალიანტე“ არის საერთაშრისო კონკურსი, სადაც ახალგაზრდები მსოფლიო ს მრავალი ქვეყნიდან წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას ნატოს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. 2010 წელს, პირველად კონკურსის არსებობის მანძილზე ფინალი ნატოს არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში ჩატარდა.


ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ საერთაშორისო ფინალში, სადაც მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის 40 ახალგაზრდამ ლატვიიდან, ლიტვიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მონტენეგროდან, საქართველოდან, ჩეხეთსა და სლოვაკეთიდან.


კონკურს ”ალიანტეს” საერთაშორისო ფინალი 2010 წლის 28 ივნისს – 1 ივლისს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა, ფინალში მონაწილე ახალგაზრდებს ინტელექტულური ტესტის შევსებასთან ერთად ფიზიკური წინააღმდეგობების გადალახვაც მოუწიათ. საუკეთესო შედეგის მქონე 7 გუნდი გამარჯვებულად გამოცხადდა, აქედან 5 ქართული გუნდია, რის გამოც საქართველო გამარჯვებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.


კონკურსის ქართველმა გამარჯვებულებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად 10 დღით პოლონეთში იმოგზაურეს. ისინი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პოლონეთში იმყოფებოდნენ, სადაც ქ. ვარშავაში ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი,  ქ. ბიდგოსცჟში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრი და საჰაერო ბაზები  მოინახულეს.


პროექტი განხორციელდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრს ნატოს შესახებ, თავდაცვის სამინისტროს,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საჩხერის სამთო მომზადების ბაზის, ილიას უნივერსიტეტის და   ქ.თბილისის მერიის  მხარდაჭერით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 01:33 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group