ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარადგინა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.

13/08/2010 13:51 (544 დღე 05:35 minutes ago)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის ავტომატურ  რეჟიმში მოანაცემების გაცვლას. მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას  ონლაინ რეჟიმში მიიღებს.

ელექტრონული პირადობის მოწმობების (ID ბარათების) შემოღების შემდეგ კი ამავე მოწმობაზე იქნება დატანილი ინფორმაცია ელექტრონული ატესტატებისა და დიპლომების შესახებ.

ცნობისთვის, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში 2009 წელს მოსწავლეთა უფასო რეგისტრაცია  მიმდინარეობდა. სასკოლო ასაკის ბავშვების აღრიცხვით შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებას სოციალური პროგრამების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, განათლების სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები მოსწავლეთა  პირად მონაცემებს სამოქალაქო რეესტრის ბაზაში ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შეამოწმებენ.

უწყებათა შორის ონალინ რეჟიმში  ინფორმაციის გაცვლა ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს: ავტომატურ რეჟიმში მონაცემთა გაცვლისას, აღარ იხარჯება დამატებითი თანხა დოკუმენტის ასლის გადაღებასა და წერილების გაგზავნაზე.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 02:57 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group