ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ფესტივალი ”არტ-გენი 2011”-ის გახსნა მირზაანში

13/06/2011 12:06 (344 დღე 11:44 minutes ago)

”არტ-გენი 2011”-ის რეგიონალური ფესტივალის გახსნა გაიმართება კახეთში (ქიზიყში), ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავს მოიყრიან და თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ოსტატები კახეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ფესტივალი ”არტ-გენი” წელსაც ტრადიციულად წარმოაჩენს ქართული ხალხური სიმღერის, საოჯახო ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ჩვენთვის უცნობ ოსტატებს, რითაც ხელს უწყობს საუკეთესო ძირძველი ტრადიციების პოპულარიზაციას.


”არტ-გენი 2011” ეძღვნება განათლების მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს ცოდნისა და ტრადიციების უკეთ გაცნობასა და გადაცემას წინაპრიდან შთამომავალზე, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივებას მათი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ.


ფესტივალი ”არტ-გენი 2011” რეგიონებში


23 ივნისი - რუსთავი
მეორე რეგიონალური ფესტივალი ”არტ-გენი” გაიმართება ქალაქ რუსთავში, სადაც თავს მოიყრის რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა


25 – 26 ივნისი - ფოთი
25-26 ივნისს მოეწყობა ”არტ-გენის” რეგიონალური ტური, რომელიც დასრულდება ფოთში, მალთაყვას ტბის პირას. ტურის პროგრამაში შედის მცხეთის და უბისას მონახულება. მალთაყვას ტბის პირას ფესტივალი გაიმართება 26 ივნისს, 12:00 საათიდან, სადაც თავს მოიყრიან, ფოლკლორის,  ქორეოგრაფიისა და  ხალხური რეწვის ოსტატები.


ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორი: ”ბანკი კონსტანტა”


ფესტივალის პარტნიორები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და გ. ჩიატაიას სახელობის  ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group