მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქსტატი საქართველოს საერთაშორისო შედარებების სისტემაში ჩართვაზე მუშაობს

15/06/2011 10:28 (342 დღე 13:25 minutes ago)

საქსტატის თანამშრომლები მსოფლიო ბანკის კონსულტანტების დახმარებით ტრენინგს გადიან საერთაშორისო შედარებების პროგრამის (ICP) პროექტის ფარგლებში.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ICP-ის  ძირითადი პროდუქტია ვალუტის მსყიდველობითი პარიტეტის (ppp) დაანგარიშება, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორს წარმოადგენს. ppp საერთაშორისო შედარებებისთვის აქტიურად იყენებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.


ქვეყნები პროგრამაში მონაწილეობენ რეგიონული პრინციპით. საქართველო ICP-ში თავდაპირველად ჩართული იყო როგორც დსთ წევრი. მას შემდეგ, რაც საქართველო აღარ არის დსთ -ს წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძოდ, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით ხდება ამ პროგრამაში საქართველოს ჩართვა ინდივიდუალურად.


საქართველოს ICP-ში ჩართვის პროექტის განხორციელება დაიწყო 2010 წელს ათასწლეულის განვითარების ფონდის (MCG) დაფინანსებით და გრძელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group