რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

IFC საქართველოში რისკის მართვის სერტიფიცირების პროგრამას იწყებს საფინანსო სექტორის გაძლიერების მიზნი

15/06/2011 15:02 (342 დღე 08:52 minutes ago)

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს უწყობს საქართველოში  საფინანსო სექტორის გაძლიერებას რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით, რომელიც საფინანსო სექტორის თანამშრომლებს რისკის მართვის სფეროში ცოდნის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

დღეს IFC-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრთან, რათა ერთობლივად განახორციელონ რისკის მართვის სერტიფიცირების პროგრამა საქართველოში. პროგრამის ფარგლებში საფინანსო სექტორის თანამშრომლებს გააცნობენ რისკის მართვის მეთოდოლოგიას, ბანკებში რისკის მართვისათვის საჭირო სტრუქტურის თავისუბურებებს, ასევე ამ სფეროში მსოფლიო ში მიღებულ სტანდარტებსა და კონცეფციებს, რაც მათ ფინანსური რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში დაეხმარება.

პროგრამა ხორციელდება რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან (Global Association of Risk Professionals - GARP) თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიო ში ფინანსური რისკების სატესტო და სასერტიფიკაციო პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების სფეროს ლიდერადაა აღიარებული.

`ეს გახლავთ რისკის მართვის პირველი პროგრამა საქართველოში, რომელსაც რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან პარტნიორობით განვახორციელებთ. ეს ასოციაცია რისკის მენეჯერების მსოფლიო ში აღიარებული საწევრო ორგანიზაციაა,” განაცხადა IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა. `მივესალმებით საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრს, ჩვენს პარტნიორს საქართველოში, და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რათა ისინი მდგრადები აღმოჩნდნენ მომავალში შესაძლო ფინანსური კრიზისების მიმართ.”

პროგრამა დაიწყება საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრის თანამშრომელთა ტრენინგით, რომლებიც, სათანადო ცოდნით აღჭურვის შემდეგ, ბანკები სა და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს.

აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.

IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 36 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC-ის საკონსულტაციო პროექტი კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group