მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

მსოფლიო ბანკი სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2011 წლის პროგრამის გამარჯვებულებს ასახელებს

16/06/2011 16:53 (341 დღე 07:03 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის 2011 წლის გამარჯვებულების ვინაობა დაასახელა. 

 

მიმდინარე წელს მცირე გრანტების პროგრამისათვის მსოფლიო ბანკის გამოყოფილი საგრანტო თანხა შეადგენს 45,000 აშშ დოლარს,  რომელსაც ემატება ფონდი – ღია საზოდაგოება საქართველო და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გამოყოფილი დაახლოებით 20, 000 აშშ დამატებითი დაფინანსება. აღნიშნული თანხა მოხმარდება 63 საგრანტო განაცხადიდან შერჩეულ 10 პროექტს. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ოფისში დღეს ტრადიციული შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების, მედიისა, მსოფლიო ბანკის და პროგრამის პარტნიორების წინაშე წარსდგნენ.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ ღონისძიებებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობას, ანგარიშვალდებულებას და ჩართულობას გააძლიერებს. აგრეთვე, აღნიშნული ღონისძიებები ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი სხვადასხვა სახის საქმიანობას აფინანსებს, როგორიც არის: სემინარების ჩატარება სამოქალაქო ჩართულობის უნარებისა და ცოდნის ამაღლებისათვის, საკომუნიკაციო და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე და საზოგადოებრივ მომსახურებაზე. შესაბამისი ორგანიზაცია გრანტის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს საქმიანობას. თითოეულიGგრანტის ოდენობა 7,000 აშშ დოლარის ფარგლებშია.

“ოთხი წლის წინ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში გადაწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების თემაზე ემუშავა. წელს ჩვენ განვაგრძობთ ამ თემაზე მუშაობას უნარშეზღუდული ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირირებაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული პროექტები შემოგვთავაზებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა მოხდეს იმ მარგინალური ჯგუფების ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც შერჩეულ იქნა,” განაცხადა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

 

ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკი წარმატებით თანამშრომლობს ფონდი - ღია საზოდაგოება საქართველო და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან, რომელთა დახმარებით მოხდა უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკის ბიუჯეტით იქნებოდა შესაძლებელი.

მიმდინარე წელს შემოტანილი განცხადებები ყურადღებით განიხილეს მსოფლიო ბანკის თანამშრომლებმა და “ახალგაზრდული ხმების” ჯგუფის წევრებმა. შემდგომი შაფასების ეტაპში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის შესარჩევმა კომისიამ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ფონდი - ღია საზოდაგოება საქართველო და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.

საქართველოში მსოფლიო ბანკის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროექტები:

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები:

•    არასამთავრობო ორგანიზაცია “წამი” – მომავალი შენია
•    სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) – ერთად უკეთესი მომავლისაკენ
•    არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand – მშვიდობის ელჩები
•    კავშირი “საზოგადოებრივი გაერთიანება – ბემონი” – ერთად ჯანსაღი ცხოვრებისათვის
•    ერთად მომავლისაკენ – მეგობრები მეგობრებისათვის: ცნობიერების ამაღლება შეზღუდულ შესაძლებლობებზე
•    ასოციაცია უნარშეზღუდული ბავშვი და საზოგადოება – “მეც გამოვადგები ქვეყანას”
•    ფსიქოლოგ- კონსულტანტთა ასოციაცია – მოზარდ პრობაციონერთა საზოგადოებასთან ინტეგრაცია

ფონდი _ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტები:

•    ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი “თანადგომა” – “ნება მომეცით წარვსდგე თქვენს წინაშე”
•    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი – “ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ”

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი:

•    კეთილი ნების მისია – მისიონერები – გზა მომავლისკენ.


მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში მცირე გრანტების პროგრამას (დღეისათვის სახელწოდებით სამოქალაქო საზოგადოების ფონდი) 1999 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში პროგრამის ფარგლებში წარმატებით დაფინანსდა დაახლოებით 100 (600,000 აშშ დოლარამდე ღირებულების) პროექტი.


საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ  ვებგვერდს:

http://www.worldbank.org/ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group