ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ახალი მაღაზია „საქართველოს ღვინოები“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE ზონაში

20/06/2011 13:37 (337 დღე 10:19 minutes ago)

wine-botle-red_.jpg

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ATU Duty Free გეგმავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული DUTY FREE -ის მაღაზიებიდან ერთ-ერთი აქციოს ღვინის მოყვარულებისა და ექსპერტების შეხვედრის ადგილად, სადაც მათ საშუალება ექნებათ დატკბნენ განუმეორებელი ქართული ღვინით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


DUTY FREE -ის მაღაზიაში სახელწოდებით - „საქართველოს ღვინოები“, რომელსაც 205 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ცხრაზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ ყურძნის ადგილობრივი ჯიშებისაგან, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, მწვანე და სხვა დამზადებული ასზე მეტი სახეობის ღვინის ბრენდი გამოიფინება. მგზავრებს საქართველოდან გამგზავრებისას არამარტო შესანიშნავი საჩუქრების შეძენის საშუალება მიეცემათ, არამედ აქვე შეეძლებათ  ღვინის დაგემოვნებაც. ATU Duty Free -ის მაღალკვალიფიციური გაყიდვების ჯგუფი კი მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება ამა თუ იმ ღვინის სახეობრივ და არომატულ თვისებებსა თუ შემადგენლობაზე ინფორმაციის მიწოდების სახით. ღვინოების დაგემოვნება, რასაც რეგულარული ხასიათი ექნება განაპირობებს მათი გამოცდილებისა და ცოდნის კიდევ უფრო გამდიდრებას ქართული ღვინის ნაირსახეობებში. გარდა ამისა, მაღაზია „საქართველოს ღვინოები“ მგზავრებს საშუალებას მისცემს დააგემოვნონ ქართული ცქრიალა ღვინოების ფართო ასორტიმენტი. 


ATU Duty Free ასევე ქართული ღვინის დახვეწილ კოლექციას ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ მგზავრს შესთავაზებს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტი ს Duty Free -ის მაღაზიებში.


საქართველო ერთ-ერთი უძველესი და ღვთივკურთხეული ქვეყანაა მსოფლიო ში, სადაც დასაბამიმიეცა მეღვინეობას. ქვეყანაში არსებულმა ჰავამ, სადაც თბილი და ნოტიო ზაფხულია და გრილი ზამთარი, ასევე რეგიონში გავრცელებულმა ტემპერატურამ და შავი ზღვის გავლენამ კლიმატზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ შეუწყო ხელი  კოლხეთის მიწაზე მეღვინეობის კულტურის განვითარებას, ხოლო  ქართველი ხალხის შემოქმედებითმა ნიჭმა მას ღვინისთვის მიწაში ჩამარხული კერამიკული შესანახი ჭურჭლის გამოყენება მოაფიქრებინა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group