გერმანული „კომერცბანკი“ საქართველოს ბაზარზეა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

"ბი ჯი კაპიტალი": 2011 წლის პირველ კვარტალში მშპ 5.8%–ით გაიზარდა

21/06/2011 16:46 (336 დღე 07:11 minutes ago)

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2011 წლის პირველ კვარტალში 5.8%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაშინ, როდესაც 2010 წლის მეოთხე კვარტალში ზრდამ 6%, ხოლო 2010 წლის პირველ კვარტალში 3.9% შეადგინა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"ბი ჯი კაპიტალის" ინფორმაციით, მშპ დეფლატორი 13.4%–ით გაიზარდა, ხოლო ნომინალური მშპ 2.9 მლდ აშშ დოლარს გაუტოლდა (რაც 17%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა მოდის საფინანსო (24%), წარმოების (9%) და ტრანსპორტის სექტორზე (9%), ხოლო მშენებლობის სექტორზე კლება დაფიქსირდა (–3.3%). 

 

გიორგი ირემაშვილი, სააქციო კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსი, ბი ჯი კაპიტალი: დანახარჯების მიხედვით, დაყოფა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ჩვენი პროგნოზით, პირველ კვარტალში ზრდა ძირითადად საგარეო მოთხოვნამ განაპირობა. პირველადი მონაცემები აპრილში ზრდის მნიშვნელოვან კლებაზე მიანიშნებს და ჩვენი მოლოდინით, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 3–3.5%–ს შეადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს გარკვეული რისკი ჩვენს 2011 წლის პროგნოზთან დაკავშირებით, რომელიც 5.5%–ს შეადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group