EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

NCIB-ის უპრეცედენტო, ინოვაციური და ყველაზე მასშტაბური კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო!

22/06/2011 13:58 (335 დღე 10:01 minutes ago)

ncib.jpg

დღეს NCIB-ის გამორჩეული, ინოვაციური და მასშტაბური ვებ კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო!

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

NCIB-ის მიერ სპეციალურად ორგანიზებულ შეხვედრაზე თითოეულ ფინალისტს გადაეცა სპეციალური ვებ სივრცე 6 კვირის განმავლობაში ლობისტი კომპანიის პიარისა და საკუთარი იდეების განხორციელებისთვის. ფინალისტებს ექნებათ საშუალება, შეხვდნენ ლობისტ კომპანიათა წარმომადგენლებს და უკეთ გაერკვენ მათ საქმიანობაში.


გაიმარჯვებს, ის კონკურსანტი, ვისი გვერდიც უფრო რეიტინგული და ცნობადი გახდება.


გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 ლარის ოდენობით და უამრავი სხვა პრიზი. კონკურსი დაიწყო 23 მაისს, და შესარჩევი ეტაპიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს. ამისთვის აუცილებელი იყო 10 ივნისამდე, სამი კვირის განმავლობაში, რეგისტრაცის გავლა ვებ-გვერდზე www.contest.ncib.ge 


კონკურსმა თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები, და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი, მონაწილეობა მიიღო 40-მდე კომპანიამ და 3 კვირის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ვებ გვერდზე: www.contest.ncib.ge მიმდინარეობდა მარათონი გულშემატკივართა ხმების მოსაპოვებლად.


თუმცა მნიშვნელოვანი კონკურსანტების კრეატიული იდეები და სტრატეგიებია! მათ მიეცათ შანსი, აერჩიათ სასურველი კომპანია, დაკავშირებოდნენ შერჩეული კომპანიების წარმომადგენლებს, თავი ეგრძნოთ ვებ მარკეტინგის მენეჯერებად და დაესახათ კრეატიული გზები ონლაინ პიარისთვის.


კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ხუთი სტრატეგიის ავტორი: მარიამ ტალახაძე, ნინო კალანდია, გიორგი გვასალია, გრიგოლ აკოფოვი, ალექსანდრე ხასია.


საბოლოო შეფასება მოხდება ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც კონკურსის ადმინისტრატორი ყოველდღიურად გააკონტროლებს და მთვლელი სისტემა ზუსტად დაითვლის.


გამოვლინდება ხალხის რჩეულიც – ფართო საზოგადოება შეაფასებს კონკურსანტების მიერ განხორციელებულ აქტივობებს და გამოავლენს საუკეთესოს. ხმის მიცემა წარიმართება როგორც საკონკურსო გვერდზე, ასევე ფეისბუქის გვერდისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით: www.contest.ncib.ge


კონკურსი დასრულდება ივლისის ბოლოს. დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდება "ბოულინგ ცენტრალში", სადაც გამარჯვებულ კონკურსანტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართება მინი ტურნირი ბოულინგში. 
პროექტის გენერალური მედია სპონსორია The FINANCIAL .


სპონსორები არიან: ”ჯი-მარტი”, ”რადიო კომერსანტი”, ”B კრედიტი” და ”ბოულინგცენტრალი”.

მეორე ეტაპზე გასული ფინალისტების ლობისტი კომპანიები: „ბორჯომი“, „მოგზაურთა კლუბი“, „ჯი-მარტი“, ”კამპა”, “Bკრედიტი”.

NCIB წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები სთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების  მიწოდებაში. ჩვენ ვფლობთ საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას. უახლოეს მომავალში კი ვგეგმავთ მომხმარებელზე უფრო მორგებული და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მ.კოსტავას 47/57
ტელ: +995 32 219 55 55
ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
ვებ-გვერდი: www.contest.ncib.ge
სოციალური ქსელები:

www.facebook.com/ncib.ge

www.twitter.com/ncibge

www.ncib.wordpress.com

www.scribd.com/ncibg                

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group